სიყვარულის დღეს უამრავი საჩუქრით შეგიძლია დაამახსოვრო თავი საყვარელ ადამიანს, რომანტიკული ვახშმით დაწყებული, სუნამოთი დამთავრებული.
თუმცა მხოლოდ ერთი საჩუქარი, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი და ისეთივე ხანგრძლივად მოქმედია, როგორიც თვითონ სიყვარული - ეს არის წიგნი.
დიახ, ყველა ოცნებობს ისეთ სასიყვარულო თავგადასავლებზე, როგორიც წიგნებშია და რამდენიც უნდა წაიკითხო, მაინც არასოდეს გბეზრდება სხვადასხვა მწერლის თვალით დანახული სასიყვარულო ისტორიების კითხვა. იქნებ სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია, საყვარელ ადამიანს აჩუქო მსგავსი წიგნი ამ დღეს. შევეცადეთ, მსოფლიოში არსებული უამრავი სასიყვარულო რომანიდან შეგვერჩია 10 საუკეთესო, რომელიც აუცილებლად უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს.
როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა. წლების განმავლობაში მათ სატელეფონო, საფოსტო და უფრო ხშირად კი ონლაინკავშირი აქვთ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ დარდსა თუ სიხარულს, ანუგეშებენ, დროდადრო ჩხუბობენ კიდეც, ხანდახან ერთმანეთსაც სტუმრობენ.
და თითქოს რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ - თითქოს...
„შულამელმა გოგოებმა“ - უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა... უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგრამ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა...“შვედეთიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული ლილე, შემთხვევით იოანეს წააწყდება. ამ ორ ადამიანს მხოლოდ წარსული აერთიანებს. ლილე იოანეს, დაუფიქრებლად სთხოვს შუამთაში წაყოლას. იოანეც თანხმდება. შუამთაში ისინი ძველ შენობაში ჩაიკეტებიან და სწორედ აქ პოულობენ XVI საუკუნის ხელნაწერებს. ხელნაწერებს ერთი ფურცელი აკლია, არავინ იცის, რა წერია ამ ფურცელზე. ეს არის მიჩქმალული ისტორია, ეს არის ქალის გრძნობების დღიური. ჩვენ ვხედავთ, ნელ-ნელა როგორ ცვლის ეს ისტორია ლილეს. ის, როგორც გაუცხოებულ სამყაროში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, ეძებს სიყვარულს, თუმცა, თავად არ ცდილობს, გასცეს.
ასეთ სამყაროში ადამიანები გარბიან, ხელს ჰკრავენ ერთმანეთს, მუდმივად სადღაც ეჩქარებათ, მუდმივად სადღაც აგვიანებენ, ცხოვრობენ ქაოსში და მაინც, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ქაოსში?
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ XXI საუკუნის ტექსტი, მაგრამ ვერ შევცვლით იმას,რაც უკვე დაიწერა.
ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია რაფლეზია, მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან ჯობს, რადგან შხამიანია. რაფლეზია პარაზიტია, სხვა მცენარეების ხარჯზე ხარობს და... გვამის სუნი ასდის... ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარული გაქრა. ოდესღაც სასურველი ქალის თითოეული ჟესტიც კი აღიზიანებს, ოჯახური ცხოვრება აუტანელ რუტინად ექცა და მიხვდა, რომ არიან სიამის ტყუპივით, თითქოს ერთი მოკვდა და მეორე ზიდავს ამ მძორს... სწორედ ამ დროს სულზე მოუსწრო მივლინებამ მაროკოში, სადაც თურმე სიყვარული ელოდა, მარაქეშის მზის სხივებივით მწველი და თავბრუდამხვევი სიყვარული. ანდამატივით მიმზიდველია ანალიზა, მზეზე მოხალული კანით, ლურჯთვალა და ცეცხლოვანი... მის გვერდით ხელახლა დაიბადა და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება ანალიზას ვეღარაფერი დააშორებს! მაგრამ... რა შეიძლება მოიტანოს რწმენამ, რომელიც, წესით, სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნდა ქადაგებდეს, და რა შუაშია რაფლეზია - თვალწარმტაცი ყვავილი, რომელსაც გვამის სუნი ასდის... წიგნში მოთხრობილი სულისშემძვრელი ამბავია პასუხი ამ კითხვებზე.
ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი.
ჯეინ ეარის პერსონაჟი, მისტერ როჩესტერის მსგავსად, უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა.
"ქარიშხლიანი უღელტეხილი" - ასეთი სულის შემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი“.
ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე....
ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები?
„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს, სიმშვიდისკენ მიმავალ გზას და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.