24 იანვარს, 23 საათსა და 30 წუთზე, თბილისის მთავარი პროსპექტი შემზარავი შემთხვევის მოწმე გახდა - სამი მანქანის შეჯახების დროს 26 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა.
სოფო ბერიძე "ოპელის" მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა, რომელსაც ჩაჯდომიდან ერთ წუთში ჯიპი შეეჯახა ("თბილისში ძმასთან ჩავიდა, მერე გუდაურში აპირებდა ასვლას..." - რას ყვება საზარელი ავარიის შესახებ რუსთაველზე დაღუპული გოგონას მეგობარი).
მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" და ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ დაღუპული გოგონას დედასთან. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
შორენა მუშკუდიანი, სოფო ბერიძის დედა: "როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც გაუბედურებული, ამან საერთოდ გამაგიჟა. სამძიმარზე ორჯერ იყვნენ იმ ოჯახის წევრები მოსულები, მათ სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ ჩემთვის, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს და არ უნდა მოესამძიმრებინათ? განაგრძეთ კითხვა