თანამედროვე მიღწევები ინტიმური გაახალგაზრდავებისთვის „Solo per te“-სგან
თანამედროვე   მიღწევები ინტიმური გაახალგაზრდავებისთვის „Solo per te“-სგან

ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“ წარმოგიდგენთ ინტიმური პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივას - თანამედროვე გერმანული „ASCLEPION“-ის ფირმის უახლეს, 2015 წლის გერმანულ აპარატს, MCL31 Dermablate თავაკით V-SPOT HANDPIECE .


Asclepion-ის ახალმა კონცეფციამ - Juliet-მა უკვე გაამართლა პაციენტთა იმედები. იგი არის ერთდროულად უსაფრთხოც და ეფექტურიც!

ხუთი პრობლემის მოგვარება უოპერაციოდ: 
✔აჩერებს შარდის სტრესულ შეუკავებლობას
✔ამცირებს საშოს ზომას 20%–მდე
✔ზრდის მგრძნობელობას 95%–მდე
✔ზრდის ორგაზმის დროს შეგრძნებებს 57%–მდე
✔ამკვრივებს საშოს კედლებს

მკურნალობის მეთოდი არის მინიმალურად ინვაზიური, უმტკივნეულო და სწრაფი, არ საჭიროებს ანესთეზიას.

ამ პროცედურების შესახებ „Solo per te“-ს გამოცდილი სპეციალისტი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან რობაქიძე გაგვესაუბრა:

- რა შემთხვევაშია რეკომენდებული ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურის ჩატარება?

-
მოგეხსენებათ, ასაკი ულმობელია და იგი ზემოქმედებას ახდენს როგორც ქალის ჯანმრთელობაზე, ასევე, სექსუალური სფეროს ჰარმონიაზეც. ასაკთან ერთად იცვლება ქალის სასქესო ორგანოების მდგომარეობა, ქვეითდება საშოს კედლების ტონუსი და ელასტიკურობა (განსაკუთრებით, მშობიარობის შემდეგ), მცირდება საშოს სეკრეცია, ვითარდება სიმშრალე, ქვეითდება მგრძნობელობა, ხშირია საშოს გაღიზიანება, დისკომფორტი და ტკივილი აქტის დროს. მენოპაუზის პერიოდში ქალების 40%-50%-ს უვითარდება საშოს ჰიპერტროფია ან ატროფული ვულვოვაგინიტი. გარდა ამისა, ასაკთან ერთად იცვლება გარეთა სასქესო ორგანოების ფორმა, ფერი, ვითარდება პიგმენტური ლაქები და ა.შ.

მშობიარობა, ასაკი, ჭარბი წონა, ჰიპოდინამია და სხვა მიზეზები ასუსტებს მენჯისა და საშოს კუნთების ტონუსს და ხშირია შარდის შეუკავებლობა.

ეს ყველაფერი იწვევს ქალის თავდაჯერებულობის დაქვეითებას და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესებას. აქედან გამომდინარე, ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურა შეუცვლელია საშოს პირვანდელი ზომებისა და ფორმის აღსადგენად და დღემდე, თუ ეს მხოლოდ ქირურგიული ოპერაციების დახმარებით იყო შესაძლებელი, ახლა ამ ყველაფრის მოგვარება ხანმოკლე ლაზერული პროცედურით შეიძლება. პროცედურა არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და მხოლოდ 30 წუთი გრძელდება.

პროცედურის შემდეგ, კოლაგენის გაძლიერებული გამომუშავებისა და აღდგენის ხარჯზე, საშოს კუნთები იბრუნებს პირვანდელ ელასტიკურობას, იმატებს
You must have Flash Player installed in order to see this player.
საშოს ტონუსი, ხდება მიკროცირკულაციის აღდგენა და საშოს ლორწოვანი იბრუნებს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ამასთანავე, უმჯობესდება ეროგენული მგრძნობელობა, იმატებს ლიბიდო, უმჯობესდება კლიტორული და ვაგინალური ორგაზმი. მეთოდი ასევე აგვარებს შარდის სტრესული შეუკავებლობის პრობლემას.
შესაბამისად, ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურის ჩატარების ჩვენებებია:

. საშოს ატროფიული პროცესები;
. მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები;
. გარეთა სასქესო ორგანოების ესთეტიკური დეფექტი;
. საშოს მგრძნობელობის დაქვეითება;
. მშობიარობის შემდგომ საშოს პირვანდელი ზომების დაკარგვა;
. 40 წლის ზემოთ ასაკი;
. საშოს ატონია და რელაქსაციის სინდრომი.

- რა სიხშირით ტარდება ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურა და გააჩნია თუ არა უკუჩვენება?
- მკურნალობის კურსი შეადგენს ორ სეანსს, 3-4 კვირის ინტერვალით. რეაბილიტაციის პერიოდი მხოლოდ 5-6 დღეა. ამ პერიოდში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კონტაქტისგან, საუნის, საცურაო აუზის და ფიზიკური დატვირთვისგან.


 

ესთეტიკური ცენტრი Solo per te“
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 62 (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩის მხრიდან)

(032) 2 43 49 94 / (995) 591 41 77 77

https://www.facebook.com/SoloPertTeGe/
R

კომენტარები (1)
რუსლანა
კარგია მსგავსი სიახლეების დანერგვა ,საინტერესოა ფასები ხელმისაწვდომია?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:50 / 23-12-2016
როგორც გამოიყურები, ისე გრძნობ თავს. როგორც თავს გრძნობ, ისე იქცევი.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
XIU XIU  @ MUZAME // 28 მაისი
13:36 / 26-05-2017
ლეგენდარული ამერკელი მუსიკოსისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ჯეიმი სტიუარტის პროექტი XIU XIU 28 მაისს საკონცერტო დარბაზში SPACEHALL კონცერტს გამართავს.
QSELI 56.BAZA.DIGMASSIVE @ SPACEHALL // 25 მაისი
15:23 / 24-05-2017
ჰიპ-ჰოპ სერიები, BLOK9 და საკონცერტო დარბაზი SPACEHALL 25 მაისს წარმოგიდგენთ: ქართველი შემსრულებლები - QSELI 56, DIGMASSIVE და BAZA.
ტოპ-5 საუკეთესო კრიმინალურ-დეტექტიური სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
12:20 / 24-05-2017
წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე საინტერესო დეტექტიური ჟანრის ტელესერიალს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ!
რომელი წიგნების ყიდვა შეგიძლიათ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 50 და 100 ლარად
14:55 / 23-05-2017
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017 წელს უკვე მეცხრამეტად გაიმართება.
GEM Fest Pre-Party - სიგიჟის 3 დღე სლოვაკეთში!
17:51 / 22-05-2017
გინესის რეკორდსმენი დიჯეი Black Coffee ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის გრანდიოზულ წვეულებაზე დაუკრავს. ივენთი 25-28 მაისს სლოვაკეთში, სასტუმროში „Gino Park Palace“-ში გაიმართება და მასზე დასწრებას მხოლოდ VIP სტუმრები შეძლებენ.
ფონდი „იავნანა“ ანტისტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“ უერთდება
13:41 / 22-05-2017
ფონდი „იავნანა“ უერთდება ანტისტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“,
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეციამ" ქართული პრესის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა
16:49 / 19-05-2017
18 მაისს მედიაწარმომადგენლებს ფრანგული ბრენდის, EISENBERG PARIS-ის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი შეხვდა.
ეს ზეთი თევზის ქონზე სასარგებლოა! ჯანმრთელობის იაფი და ხელმისაწვდომი საბადო!
15:11 / 19-05-2017
სელის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ბევრს სმენია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მას ექიმები ურჩევენ ადამიანებს, ვისაც თევზი არ უყვარს. იყენებენ მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში. მაგრამ სელის ზეთი საშუალოსტატისტიკური ადამიანის არსენალში ნაკლებად გვხვდება.
“კარიბის ზღვის მეკობრეები” მსოფლიო პრემიერამდე 3 დღით ადრე საქართველოში
15:52 / 18-05-2017
"კარიბის ზღვის მეკობრეების" ფილმების სერია 2003 წელს დაიწყო.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი