ნატალია ანდრეიჩენკო სრულყოფილების მიღწევისთვის პლასტიკური ქირურგიის მომხმარებელი გახდა.
მსახიობი სილამაზის საიდუმლოებებს არ მალავს და საკუთარ "გამოცდილებას" დაბერილი ტუჩების დემონსტრირებით თამამად გვიზიარებს.
53 წლის "მერი პოპინსი" ტუჩის მოცულობის გაზრდისთვის ამჯერად სპეციალურ ბიოგელს იყენებს, შედეგით კი კმაყოფილია.
ჟურნალ Instyle-ის წვეულებაზე მსახიობი აფუებული ტუჩებით გამოჩნდა და ფართო, მომხიბვლელი ღიმილით საზოგადოება მოხიბლა.
"მის სრულყოფილება" საკუთარ მიმზიდველობაში დარწმუნებულია. დაათვალიერეთ ფოტოები