„მუზამე“ წარმოგიდგენთ აუდიო-ვიზუალურ პროექტს THE KVB.
THE KVB ბრიტანელი მუსიკოსის, Nicholas Wood-ის, იგივე Klaus Von Barrel-ის პროექტია, რომელიც მძიმე პოსტ-პანკ, ინდუსტრიულ ჟღერადობასა და ჰიპნოტურ, ფსიქოდელიურ ვიზუალურ იმიჯებს აერთიანებს.
Klaus Von Barrel-ის ექსპერიმენტი სტარტს 2010 წელს იღებს. ავტორს ამავე წელს ვიზუალარტისტი Kat Day შეუერთდა და 2012 წელს დუოს პირველი ალბომი Always Then გამოვიდა. 2013 წელს ლეიბლზე A Recordings მათი მეორე დისკი Minus One გამოიცა, ხოლო Cititraz-ზე რემიქს-EP Immaterial Visions-ის რელიზი შედგა. მის შექმნაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა პროდიუსერებმა მიიღეს, როგორებიც არიან Shifted, Regis, Silent Servant და Worn.
2015 წელს THE KVB-ით ლეგენდარული ჯგუფის, Portishead-ის წევრი ჯეფ ბეროუ დაინტრესდა და მის ლეიბლზე Invada კოლექტივის მორიგი ალბომი Mirror Being ჩაიწერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო THE KVB-ის ისეთ საკულტო ჯგუფთან თანამშრომლობა, როგორიცაა Psychic TV. მათ ერთობლივი ტურნე 2015 წელს გამართეს.
ბენდმა რიგით მეოთხე დისკი ...Of Desire 2016 წელს გამოუშვა. ჩანაწერი კოლექტივის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრადაა მიჩნეული. ექსპერიმენტული, მძიმე ელექტრობიტებით შექმნილი სიდის დამსახურებით, კოლექტივი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯგუფად აღიარეს.
Always Then, White Walls, From Afar კოლექტივის ის ნამუშევრებია, რომელთა დამსახურებითაც მათ შემოქმედებას მსმენელი წლიდან წლამდე ემატება.
THE KVB-სთან ერთად SPACEHALL-ის სცენაზე შეძლებთ 2015 წლის ელექტრონავტის გამარჯვებულ Kozmana-ს, Tete Nosie-სა და VazhMarr-ის მოსმენას.
THE KVB საქართველოს პირველად ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის, „მუზამეს“ ფარგლებში ეწვევა. „მუზამე“ თითქმის ერთი წელია ქართველი მელომანებისათვის ქმნის სივრცეს, რომლის ფარგლებშიც მსმენელს შეუძლია თანამედროვეობის ახალ, თუმცა, წარმატებულ ექსპერიმენტულ, თუ უკვე ლეგენდად ქცეულ მუსიკოსებსა და ჯგუფებს მოუსმინოს.
„მუზამეს“ ფარგლებში თბილისს უკვე ეწვივნენ ისეთი მუსიკალური ჯგუფები, როგორებიცაა: Psychic TV, The Radio Dept., Soap&Skin, თუ Easter.
საკონცერტო ღამე 20:00 საათზე დაიწყება.
მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი: SPACEHALL - მისამართი: წერეთლის 2, Dinamo Arena-ს ქვეშ.
THE KVB @ SPACEHALL//25 თებერვალი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ხატია გელოვანი
555 96 34 95
gelovanix@gmail.com