უკრაინული X Factor-ის შესარჩევ ტურებზე 15 წლის ქართველი მომღერალი ნინი ნუცუბიძე გამოჩნდა, რომელმაც მაიკლ ჯექსონის ჰიტი Who’s Loving You შეასრულა.
ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ჯგუფ Бумбокс-ის სოლისტს, ანდრეი ხლივნუკს იმდენად მოეწონა მომღერლის გამოსვლა, რომ ყვითელ ღილაკს დააჭირა ხელი, რის შედეგადაც ნინი პირდაპირ ბოლო ტურში მოხვდა და მას სხვა ტურების გავლა აღარ მოუწევს.
იხილეთ ვიდეო