რას შეიცავს ტყლარწი და როგორ მოვამზადოთ ის ქიმიური დანამატების გარეშე?
ტყლარწი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დაიპყრო, ბავშვის ფსიქო-მოტორული კოორდინაციის განვითარებას მნიშვნელოვნად ეხმარება. მეორე მხრივ, ის გონებას ამშვიდებს და სტრესს ხსნის. შესაბამისად, დღეს ტყლარწს დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ მცირეწლოვანი ბავშვიცა და მისი ოჯახის უფროსი წევრებიც.
დღეს ტყლარწის ყიდვა თითქმის ყველა მაღაზიასა თუ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ასევე, მომრავლდა ტყლარწის სპეციალური მაღაზიებიც. მისი ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება და მაქსიმალური ღირებულება 10 ლარს აღწევს. თუმცა, ფასი განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ სად ყიდულობთ ტყლარწს.
მშობლების ნაწილი ერიდება ბავშვებისთვის ტყლარწის ყიდვას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო.
საქართველოში ამ პროდუქტის ხარისხის კონტროლი არ ხდება და ვერავინ იტყვის, რამდენად მავნეა ესა თუ ის კონკრეტული ტყარწი. თუმცა, ზოგადად, მის შემადგენლობაში ერთადერთი ქიმიური ელემენტი ბორაქსის ფხვნილია. ტყლარწის შემადგენლობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც პლასტელინის. ზედმეტი რისკისგან თავის არიდების მიზნით კი, შეგიძლიათ წელვადი მასა თავად მოამზადოთ სახლში. ასე თანხებსაც დაზოგავთ და თქვენს ბავშვებს სანტერესო შემეცნებით აქტივობასაც შესთავაზებთ.
ტყლარწის ტრადიციული მეთოდით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: თეთრი თხევადი წებო, თბილი წყალი, საკვების საღებავი და ბორაქსის ფხვნილი. თუმცა მშობლების უმეტესობა ტყლარწის მომზადებას ბორაქსის გარეშე ამჯობინებს.
ჩვენ გთავაზობთ ტყლარწის მომზადებს ორ მეთოდს, რომლისთვისაც ბორაქსის ფხვნილი არ დაგჭირდებათ. განაგრძეთ კითხვა