ნევროლოგები განგაშს ტეხენ! ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს ეს რჩევა... - Marao

ნევროლოგები განგაშს ტეხენ! ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს ეს რჩევა...

2017-03-07 12:40:48+04:00

ძილი - ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ეხმარება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ენერგიის აღდგენაში. რამდენი დრო უნდა დაუთმოთ მას? რაში მდგომარეობს ქალისა და მამაკაცის დასვენების მოთხოვნილებების სხვაობა? იხილეთ ჩვენს სტატიაში.

ქალბატონებო, მოემზადეთ ძილისთვის!

ქალის ტვინის ფუნქციონირების სირთულეს განაპირობებს დამატებითი დასვენება. ინგლისის ლაფბოროს უნივერსიტეტის პროფესორ ჯიმ ჰორნის თქმით, ქალებში ძილის უკმარისობა მყარად ასოცირდება ფსიქოლოგიური დატვირთვის მაღალი დონით, ასევე, დეპრესიით, დაუცველობის გრძნობითა და სიბრაზით. მამაკაცებს ასეთი რამ არ აღენიშნებათ.

сколько нужно спать

8 საათი? არ არის აუცილებელი...

რამდენი ხანი უნდა ეძინოს ადამიანს? ჩვეული 8 საათი ყველას როდი უხდება - უმეტესობისთვის 7 საათიც საკმარისია. მიუხედავად ამისა, პროფესორი ამბობს, რომ ქალის ტვინს მამაკაცის ტვინზე გაცილებით რთული სტრუქტურა აქვს, ამიტომ ძილის მოთხოვნილებაც უფრო მაღალია.

რატომ მოქმედებს ქალის ტვინი უფრო რთულად?

ქალები ტვინს გაძლიერებულ რეჟიმში იყენებენ. შესაბამისად, აღსადგენადაც მეტი დრო სჭირდებათ, ძილი კი საამისოდ საუკეთესო საშუალებაა.

сколько нужно спать

დაღლა - მამაკაცების შემთხვევაში

პროფესორი ჰორნი აღნიშნავს, რომ მამაკაცებს, რომლების სამუშაო სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება, ასევე სჭირდებათ ხანგრძლივი ძილი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ქალების მოთხოვნილებები უფრო მაღალია.