16 მარტს 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი, Giegling, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში SPACEHALL-ს ეწვევა.
ცნობილი ონლაინგამოცემის, Resident Advisor-ის რჩეულის ტურნეს ფარგლებში ისეთი არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან ATEQ, KETTENKARUSSELL, EDWARD, VRIL. Giegling Night-ს კონცერტის სახე ექნება - არტისტები ლაივ აქტებით წარდგებიან.
Giegling რამდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა. თავდაპირველად მას კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა.
ATEQ Giegling-ის თანადამფუძნებელია. მისი მუსიკა გამორჩეულია პერკუსიული რიტმიკით, დაბისა და ექპერიმენტული ჟღერადობის შერწყმით.
KETTENKARUSSELL Herr Korreander-ის, იგივე Konstantin-ისა და Leafar Legov-ის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტია. დებიუტი Giegling-ზე 2009 წელს შედგა EP-ით I Believe You And I Make Love Forever. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სადებიუტო ალბომი Easy Listening, რომლის რემიქსებზე Lawrence / Official, VRIL და Losoul-მა იმუშავეს.
Edward გერმანელი პროდიუსერისა და DJ Gilles Aiken-ის პროექტია, რომლის დისკოგრაფიის ისტორიაც ათეულ წელზე მეტს ითვლის. Edward-ის სტუდიური ნამუშევრები ძირითადად ღრმა ჰაუსის ჟღერადობაზე ორიენტირდება და გამოდის ლეიბლებზე White და Giegling.
VRIL პროდიუსერი და DJ-ია ჰანოვერიდან. 2010 წელს Giegling-ზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა. Giegling-ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან BASSIANI Records, Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ.
მისამართი: წერეთლის N2.
დასაწყისი: 22:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ხატია გელოვანი
555 96 34 95
gelovanix@gmail.com