ვარგისიანობის ვადა - ეს გახლავთ დროის პერიოდი, როდესაც პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტურია და უსაფრთხო. ვადის ამოწურვის შემდეგ ის ავტომატურად საზიანო ხდება: ხშირად ეს წამლის ნაკლებად ეფექტურობაზე მეტყველებს (იმ შემთხვევაში, თუ ვარგისიანობის ვადა ახლახან ამოიწურა).
ვადაგასული წამლები
ასპირინი
ამ პრეპარატის გამოყენება ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია, თუმცა მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტური იქნება.
დექსტრომეტორფანი
ეს ხველების საწინააღმდეგო საშუალება უმალვე უნდა გადააგდოთ ვადის ამოწურვის შემდეგ.
იბუპროფენი
ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი პრეპარატი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ მწარმოებლისა და შემადგენლობის გათვალისწინების მიხედვით.
პარაცეტამოლი
ამ წამალს ვარგისიანობის საკმაოდ ხანგრძლივი ვადა აქვს. თუ მიღების შემდეგ ეფექტი ვერ იგრძენით, არ გამოიყენოთ იგი კვლავ.
ლორატადინი
უამრავმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ამ წამალს ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადა აქვს (2-დან 3 წლამდე).
თვალის წვეთები
თვალები - ძალიან ფაქიზი ორგანოა, ამიტომ ყურადღება გვმართებს წამლის შერჩევისას. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ვადაგასული თვალის წვეთები!
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ვადაგასული წამლების სანაგვე ყუთში ჩაგდება არ შეიძლება. გამოიყენეთ ეს მარტივი ინსტრუქცია, საზიანო პრეპარატების უტილიზაციისთვის.
გაათავისუფლეთ პრეპარატები შეფუთვისგან. დააქუცმაცეთ თქვენთვის მოსახერხებელი გზით. შეურიეთ ნარჩენებს: გამოდგება ყავის ნალექი. მოათავსეთ ნარევი ქილაში, რომელიც იხუფება ან მუქ ცელოფანში, შემდეგ გადაყარეთ სანაგვე ყუთში.
ეს პროცედურა საჭიროა ერთადერთი მიზნისთვის: გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. საქმე ისაა, რომ ეს წამლები შეიძლება ჩიტებმა ან მოხეტიალე ცხოველებმა ან ცნობისმოყვარე ბავშვებმა აღმოაჩინონ. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო წამლების უტილიზაციას!