"მის საქართველო 2003", მოდელი ირინა ონაშვილი დღეს მეორე შვილის დედა გახდა.
ახალშობილი ბიჭუნა "გიგანტური" წონის დაიბადა - იგი 4.600 კგ-ს იწონის. ის წყვილის მეორე შვილია.
"დაიბადა! 4.600! სკოლაში მიდის მგონი ეგრევე"; "გიგანტი" - წერენ ირინას და ლადოს მეგობრები "ფეისბუქზე" და წყვილს შვილის შეძენას ულოცავენ.
AMBEBI.GE მოდელის მეუღლეს, ექსმინისტრ ლადო ვარძელაშვილს დაუკავშირდა: "გოლიათი ბიჭი დაიბადა, საკეისრო კვეთით გაჩნდა. ირინაც და ბავშვიც კარგად გრძნობენ თავს" გაგრძელება