ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. შოუს ახალი, მეოთხე სეზონი ტრადიციულად სიურპრიზებითა და ბევრი აღმოჩენით არის სავსე.
თუმცა, ნიჭიერი კონკურსანტების აღმოჩენის პარალელურად, მაყურებელს არანაკლებ აინტერესებს შოუს ვარსკვლავური ჟიურის წევრების იმიჯი. "X ფაქტორის" ფანების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოფო ნიჟარაძის უცნაურმა სამოსმა,
Advertisement რომელსაც ფრთების ფორმა ჰქონდა. შოუს "ფეისბუქის" გვერდზე წერენ, რომ მომღერალმა "ფრთები გამოისხა". ზოგიერთი კომენტარებში სახალისო ფოტოშარჟებსაც პოსტავს:
"რა აცვიაა არ დამიმალოთ, გთხოვთ"
"უი, ფრთები გამოუვიდა?"
"ფარშევანგი, ფარშევანგიიი... ყველაფერი უხდება სოფოს!"
"გაფრინდი ჯეირანო"
"სოფომ ფრთები გამოისხა"
გაგრძელება + ფოტო