სასიყვარულო ურთიერთობების ჰარმონიულობა რომ კომპრომისისა და ურთიერთდათმობის ხელოვნებაზეა აგებული, ალბათ ამაზე არავინ კამათობს.
თუმცა, ადამიანები საკუთარი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. ამიტომაც გთავაზობთ სტატიების ციკლს ზუსტად იმის შესახებ, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან რომანის შემთხვევაში და სად სჯობს გამოიჩინოთ დიპლომატია...
მაშ ასე, რა სირთულეებს წავაწყდებით თუ გვიყვარს მორიელი 1. ის ეჭვიანია - ძალიან ბევრი "გამოცდის" ჩაბარება მოგიწევთ მისი ნდობის მოსაპოვებლად. ისიც ნაწილობრივ. 2. ის ენამწარეა - მორიელის სიტყვას ბასრი სამართელებლივით ძალა აქვს. მან ზუსტად იცის თქვენი სუსტი წერტილები და ისიც თუ გული როგორ გატკინოთ. 3. ის შურისმაძიებელია - მორიელს წყენა არასოდეს ავიწყდება. ამიტომ იყავით წინდახედული და ეცადეთ არასოდეს აწყენინოთ რამე. გაგრძელება