პრეზერვატივის ტრადიციული გამოყენების შესახებ ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ალბათ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ მისი გამოყენება არადანიშნულებისამებრაც შეიძლება.
გთავაზობთ ყოფითი პრობლემების 9 გენიალურ გადაწყვეტას ამ ლატექსის ნაწარმის დახმარებით. ერთადერთი პირობა: უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივები საცხის გარეშე, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
წყალგაუმტარი შალითა
პრეზერვატივი დაიცავს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებს ნესტისა და წყლისგან. უბრალოდ, მოათავსეთ მასში ტელეფონი ან ფოტოაპარატი და კარგად შეკარით. შესანიშნავია პლაჟისთვის.
ცივი კომპრესი
თუ სხეულის ნაწილი დაგიზიანდათ, ჩაასხით პრეზერვატივში წყალი, გაყინეთ და მიიდეთ ჩალურჯებულ ადგილას. შესანიშნავი ცივი კომპრესია.
ფეხსაცმლის საწმენდი საშუალება
ტყავის ფეხსაცმლის გაპრიალება ასეთი უჩვეულო ხერხით შეიძლება.
წყალგაუმტარი სახვევი
თუ ჭრილობის წყლით დასველება არ გინდათ, დაამაგრეთ წებოვანი ლენტით და ჩაიცვით ცალი მხრიდან მოჭრილი პრეზერვატივი.
შურდული
ამ ელასტიკური ნაწარმის მეშვეობით ბავშვების საყვარელი გასართობის, შურდულის გაკეთებაა შესაძლებელი.
წყალგაუმტარი წინდები
წვიმიან ამინდში ფეხები რომ არ დაგისველდეთ, ჩაიცვით პრეზერვატივი.
დამხმარე ქილების გახსნაში
ქილების იოლად გასახსნელად, ჩამოაცვით სახურავზე პრეზერვატივი და დაატრიალეთ. მზადაა!
სათამაშო-ანტისტრესი
აიღეთ პრეზერვატივი, ჩაყარეთ ფქვილი და მყარად მოუჭირეთ. რბილი მარკერით დაახატეთ მხიარული სმაილი და ისიამოვნეთ სათამაშო-ანტისტრესით.
ტივტივა
პრეზერვატივი მეთევზეების შესანიშნავი დამხმარეა. თუ ტივტივა დაგავიწყდათ ან დაკარგეთ, უბრალოდ, ნახევრად გაბერეთ პრეზერვატივი და მიამაგრეთ ანკესს.
იხილეთ ასევე:
<div>7 საინტერესო ფაქტი პრეზერვატივზე, რომელიც არ იცოდი</div>
<div></div>