ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. სცენაზე 22 წლის სოფო საჟინიანის გამოჩენამ მენტორების აღფრთოვანება გამოიწვია.
სოფოს გარეგნობამ გულგრილი არც მაყურებელი დატოვა და არც ჟიური. მან კასტინგზე ბიონსეს სიმღერა შეასრულა.
სოფო საჟინიანს მაყურებელი კარგად იცნობს - ის "ნუცას სკოლის" 2012 წლის გამარჯვებულია. 2015 წელს "იქს ფაქტორშიც" მოხვდა, სადაც სოფოს გუნდის წევრი იყო, თუმცა სოფო ნიჟარაძემ ის პროექტიდან გაუშვა. ამის მიუხედავად, 22 წლის მომღერალმა საკუთარი ძალები პროექტში კვლავ მოსინჯა.
"2012 წელს მივიღე მონაწილეობა "ვოისში", სადაც ნინო ჩხეიძის გუნდში ვიყავი. "იქს ფაქტორში" მონაწილეობას კი მეორედ ვიღებ, რადგან ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე რეიტინგული შოუ, შესაბამისად, საუკეთესო საშუალებაა დამწყები მომღერლისთვის. გაგრძელება