''ევროვიზიის'' სომეხ კონკურსანტ არცვიკს მოუვიდა ორიგინალური და საინტერესო პროექტის იდეა, რომლის მონაწილეებიც ''ევროვიზიის'' კონკურსანტები იქნებიან და იმღერებენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სიმღერებს.
არცვიკმა პირველი გერმანიის წარმომადგენელი ლევინა გამოიწვია. მისთვის არცვიკმა იმღერა “Das Wandern ist des Müllers Lust” და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ლევინამ სიხარულით მიიღო გამოწვევა და სომეხ კოლეგას უმღერა “Kaqavik”.
სომეხი მომღერლის გამოწვევა ასევე მიიღეს უკრაინელმა და ქართველმა მომღერლებმაც. მათ მადლობა გადაუხადეს სომეხ კონკურსანტს საინტერესო პროექტისთვის. გაგრძელება