"დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს", - ასე აფასებს "ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი.
მისი თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.
"ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა", - განაცხადა დარასელმა. განაგრძეთ კითხვა