თავის ტვინის ფუნქციობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, თუ ადამიანი რეგულარულად და სწორად შეასრულებს სუნთქვით ვარჯიშებს.
ამ დასკვნამდე მივიდნენ ფეინბერგსკის ჯანმრთელობისა და მედიცინის სკოლის მეცნიერები. მათი განცხადებით, სწორი სუნთქვის ტექნიკა საჭმლის მომნელებელი და სუნთქვის სისტემების ბევრი პათოლოგიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაცაა.
სუნთქვითი ვარჯიშების ეფექტურობაზე თურმე დიდი გავლენა აქვს იმას, პირით სუთქავს ადამიანი თუ ცხვირით. შესაბამისი კვლევებით ზუსტად განისაზღვრა ისიც, რომ სუნთქვის რიტმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავის ტვინის ელექტრულ აქტივობაზე, რაც თავის მხრივ აისახება მეხსიერების რეალიზებისა და ინფორმაციის შენახვის პროცესზე, ემოციურ სტატუსზე. გაგრძელება