მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL წარმოგიდგენთ ფრანგ არტისტს AGORIA.
AGORIA, იგივე Sebastian Devaud, მშობლიური საკლუბო სცენის წარმატებული და გამორჩეული წარმომადგენელია.
მისი დაარსებულია ლეიბლი InFiné.
Depeche Mode, New Order, Jeff Mills - სწორედ ამ არტისტების გავლენით იქმნება მისი მუსიკა, რომელიც მელოდიური ტექნოს ჟანრში ერთიანდება და ჯაზის, დეტროიტ ტექნოსა და ჩიკაგო ჰაუსის გავლენას განიცდის.
AGORIA-ს, 2003 წლიდან მოყოლებული, გამოშვებული აქვს 5 ალბომი. ისეთ ლეიბლებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Innervisions, Ellum Audio, Kompakt Records. შექმნილი აქვს ისეთი არტისტების ნამუშევრების რემიქსები, როგორებიც არიან New Order, Inner City, Metronomy, Moby.
AGORIA-სთან ერთად მოუსმენთ ქართველ DJ-ისა და პროდიუსერს, TADE-ს. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS-ზე გამოვიდა, შემდეგ იყო Underyourskin Records-ზე გამოცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.
დასაწყისი: 23:00
Links:
Agoria - Scala
Moby - Almost Home (Agoria Remix)
Agoria - Helice
29 აპრილს SPACEHALLუმასპინძლებს, ასევე, იტალიელი ძმების, Alessandro და Federico Fognini-ის მიერ შექმნილ ტექჰაუსის ჟღერადობის დუეტს MIND AGANST და პროექტს AGENTS OF TIME. 29 აპრილს მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი არტისტი TADE.
აპრილის თვეში SPACEHALL-ში ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის, „მუზამეს“ ფარგლებში გაიმართება სტეფანეს კონცერტი.
28 აპრილს კი ჰიპ-ჰოპ სერიებს, BLOK9, ბრიტანული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერი, FUNKY DL გააგრძელებს. FUNKY DL-თან ერთად 28 აპრილს MC CUTKILL-ის, MOKUMOKU-ს, გიორგი ზურაბიშვილისა და ლაშა ბაბუაძის მოსმენას შეძლებთ.
მისამართი: წერეთლის 2, Dinamo Arena-ს ქვეშ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ხატია გელოვანი
555 96 34 95
gelovanix@gmail.com