მართალია, ჰოლივუდში სულ უფრო იშვიათად იღებენ თამამ, სექსუალურ სცენებს, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელმაც წარსულში გაიხადა, ამის შესახებ დღემდე ნანობს.
კელი ბრუკის შიშველი მკერდი საზოგადოებამ 2011 წელს ფილმ "პირანიაში" იხილა. მსახიობი ძალიან ნანობს ამ საქციელს.
"რა თქმა უნდა, უკან ვიხედები და ვფიქრობ, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ნამდვილად კარგი ფული მოდის, როდესაც ამ ასაკის ადამიანი ასე პოზირებს, მაგრამ ეს არ იყო კარგი. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვიზამ", - განაცხადა მსახიობმა.
ქეით უინსლეტის მკერდი მის თითქმის ყველა ფილმში გვხვდება. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მსახიობს მისი დემონსტრირება მოსწონს, თუმცა, ეს ასე არ არის.
"არ მინდა ისეთ მსახიობად ვიქცე, რომელიც ყოველთვის შიშვლდება", - აღნიშნა ვარსკვლავმა. გაგრძელება