წიგნებისა და ყვავილების ”კატალონიურად” ჩუქების დღე საქართველოში
წიგნებისა და ყვავილების  ”კატალონიურად” ჩუქების დღე საქართველოში
ბედნიერება, რომელიც დეტალებშია. ბედნიერება, რომელიც სურნელოვან ყვავილებშია. ბედნიერება, რომელიც წიგნებშია და მთავარი ბედნიერება, რომელიც ამ ყველაფრის გაზიარებაშია.
დღე, რომელიც ყველა აღნიშნულ ემოციას აერთიანებს, კატალონიაში იღებს სათავეს. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის თანახმად, 23 აპრილს ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ყვავილებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას კი ეს ფაქტი ძალიან მოეწონა და 1923 წლის 23 აპრილს წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ყვავილებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. 1616 წლის 23 აპრილი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეა და გილდიამ ინიციატივა სწორედ ამ მიზეზით დაასაბუთა.

1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ადგილობრივი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა.

1923 წლის შემდეგ ყოველწლიურად 23 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.

აღნიშნულ ტრადიციას საქართველოც უერთდება. უკვე რამდენიმე წელიწადია, 23 აპრილს „ბიბლუსიც“ ირთვება ყვავილებით, აქაც იგრძნობა წიგნის და ყვავილების საერთო საზეიმო განწყობა.

წელსაც, ამ დღეს, წიგნის მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი”, ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ ”კარმენთან” პარტნიორობით, უამრავ სიურპრიზს ჰპირდება წიგნის მოყვარულებს. ზოგადად, ”კარმენი” საზოგადოებას ენის შემსწავლელი კურსების პარალელურად, სთავაზობს ბევრ კულტურულ ღონისძიებას, რომლებიც ესპანური ტრადიციებისა და კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას ემსახურება.

”23 აპრილს ბარსელონაში ნამდვილი ზეიმია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დღესასწაული "ბიბლუსშიც" გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ის წიგნის მეტ პოპულარიზაციას ისევე, როგორც გაყიდვების ზრდას, შეუწყობს ხელს. ამ დღის მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ ყველაფერი სახალისო ფორმით ტარდება. მოსული სტუმრები ფასდაკლებულ წიგნებსაც აღმოაჩენენ. ჩვენი და ”ბიბლუსის” მოლოდინით, 23 აპრილი უნდა იყოს ძალიან მხიარული და დადებითი დღე, ისეთი, როგორიც წიგნის დღეს შეეფერება”, - აღნიშნავს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ ”კარმენის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია იმერლიშვილი.

“23 აპრილი წიგნის დღესასწაულია და შესაბამისად, "ბიბლუსის" დღესასწაულიცაა. წელს ,,ბიბლუსი გალერეა“ სტუმრებს ჰპირდება ესპანურ ფიესტას: ესპანური პოეზია, ცეცხლოვანი ფლამენკო და ვოკალი, განწყობისათვის კი ცოტაოდენი სანგრია. ყველაფერი იმისათვის, რომ წიგნის დღე ‘’კატალონიურად’’ გავატაროთ. ეს დღე ხომ სწორედ ამ ადგილიდან იღებს სათავეს", – აღნიშნავს "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ წამალაშვილი.

წიგნების მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი” განსაკუთრებით ეცდება, რომ ამ დღეს წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. შესაბამისად, 23 აპრილს ნებისმიერ მომხმარებელს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ელოდება 30%-იან ფასდაკლება ტოპ-100 წიგნზე.
”ბიბლუსის” წიგნის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები მხოლოდ ფასდაკლებით არ შემოიფარგლება. 13:00 საათიდან ”ბიბლუსი გალერეაში” BOUQUET-ის ყვავილების გვირგვინების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

15:00 საათზე მოხდება ანიმაციური ფილმის, DONKEY XOTE-ს ჩვენება. ეს არის მულტფილმი მიგელ დე სერვანტესის ცნობილი დონ კიხოტის თავგადასავალზე, რომელიც მოყოლილია მისი და სანჩო პანსას ცხენის და ვირის სახისგან.

18:00 საათზე კი, ასევე, ”ბიბლუსი გალერეაში” მოეწყობა ესპანური პოეზიის და მუსიკის საღამო ფლამენკოს ელემენტებით. დამსწრე საზოგადოების
You must have Flash Player installed in order to see this player.
წინაშე წარდგებიან ნინო ჭინჭარაული, ხერარდო მარტინესი და მარიო რიანო.

ამ დღეს უკვე განსაკუთრებულად ელოდება ქართული საზოგადოებაც. გამოხმაურება უკვე საკმაოდ დიდია. ”ძალიან ლამაზი დღეა კატალონიაში. ყველგან წიგნები და ყვავილები იყიდება. ბიჭები გოგოებს ვარდებს ჩუქნიან, ბიჭებს კი - წიგნებს. მთელი ქალაქი დახლებით არის სავსე. მოკლედ, მართლა მაგარი დღეა. კარგი იქნება, ჩვენთანაც თუ დაინერგება ეს ყველაფერი”, - წიგნების ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს სოციალურ ქსელში.

კომენტარები (1)
რუსკა
ბარსელონაში ცხოვრების პერიოდში ყოველთვის ვესწრებოდი ამ დღესასწაულს, სასიამოვნოა ქუჩაში გავლისას ვარდებით და წიგნებით ხელში ყველა გაღიმებული გხვდება, ამ დღეს ძალიან ლამაზია ვარდებით გადაჭედილი ბარსელონის ქუჩები.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:49 / 12-04-2017
პირველი რომანი 31 წლის ასაკში დაწერა. წარმატების გემო სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლისთანავე შეიგრძნო.
17:05 / 08-04-2017
7 აპრილს ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას წყალ "ბაკურიანს" ურიგებდნენ.
10:46 / 03-04-2017
წყალი და წიგნი დამეგობრდნენ დ გადაწყვიტეს, მაცოცხლებელი წყლის მშობლიურ ქალაქ ბორჯომის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი და საჩუქრები გაეკეთებინათ.
15:06 / 23-02-2017
მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი...
11:40 / 18-01-2017
რობერტ გელბრეითის „გუგულის ძახილი“ ქართულ ენაზე 16 იანვრიდან გამოიცემა.
16:24 / 23-12-2016
22 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
14:08 / 15-12-2016
წარმატებული გოგონა ანი ფანელი თავს იწონებს პრესტიჟული სამსახურით, მდიდრული გარდერობითა და სიმპათიური, არისტოკრატი საქმროთი.
11:19 / 05-12-2016
წიგნის მაღაზიის შესასვლელთან ახალგაზრდების უზარმაზარი რიგი იდგა, რომლებიც მსოფლიო ბესტსელერის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ.
15:49 / 09-11-2016
რაც უფრო იზრდებიან ჩვენი შვილები და მოზარდობის ასაკს უახლოვდებიან, დამოუკიდებლობა და თავდაჯერება ემატებათ. ეს აშკარად ეტყობა მათ ქცევას და მათ შორის, კითხვის ჩვევასაც. დიახ, თუნდაც წიგნების დიდი მოყვარული არ იყოს, ასაკი ძალაუნებურად უბიძგებს მას "დიდური" ქცევისკენ.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მაია ასათიანი ტელეეკრანს უბრუნდება
14:55 / 28-04-2017
თოქ-შოუ "პროფილი", რომლის წამყვანი მაია ასათიანია, ეთერში ბრუნდება. ცოტა ხნის წინ გადაცემის "ფეისბუქის" გვერდზე ტელეწამყვანის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც გადაცემის ჩაწერის დროს არის გადაღებული.
28 აპრილს, მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL და BLOK 9 წარმოგიდგენთ ბრიტანული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერს
14:39 / 28-04-2017
28 აპრილს, მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL და BLOK 9 წარმოგიდგენთ ბრიტანული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერს, ლეიბლ WASHINGTON CLASSICS-ის სულისჩამდგმელს - FUNKY DL.
ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
18:48 / 27-04-2017
ყველას ახსოვს ეს მშვენიერი ქალბატონი "ნატვრის ხიდან".
ბექა ხოფერიას მესამე ქალიშვილი შეეძინა
14:38 / 27-04-2017
თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი ბექა ხოფერია მესამე გოგონას მამა გახდა. მან ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა:
ხუთი უცხოელი ვარსკვლავის ქართველი ორეულები
16:26 / 26-04-2017
შეუძლებელია, ერთხელ მაინც არ შეგედარებინოთ თავი რომელიმე ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მიბაძვაზე.
ქართულ ბაზარზე არსებული ტანსაცმელი საფრთხის შემცველია
19:00 / 25-04-2017
საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს.
აირჩიე შენი ჩაი ინფოგრაფიკის მიხედვით
16:15 / 25-04-2017
ჩაი – ყველაზე სასარგებლო ცხელი სასმელია. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს.
ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო ზოდიაქოს ნიშნები
11:34 / 25-04-2017
ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ცხოვრების მიმართ სხვადასხვა მოლოდინი გააჩნიათ.
როგორ ცეკვავს გოგონა, რომელმაც გაეროში გამოსვლით მთელი საქართველო აღაფრთოვანა
11:51 / 23-04-2017
თათია დოლიძე, რომელიც საზოგადოებას გაეროში გამოსვლით დაამახსოვრდა, წლევანდელი ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი კონკურსანტია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი