მაისის თვე გაზაფხულის ყველაზე აქტიურ თვედ ითვლება.
ამ პერიოდში მზე დინჯი კუროს ზოდიაქოდან მოუსვენარი და დინამიკური ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ორი რამის მიმართ მატულობს მოთხოვნილება - ეს არის კომფორტი/გართობა (კუროს სფერო) და ინტენსიური კომუნიკაცია (ტყუპის სფერო). დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორი იქნება დამდეგი მაისი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
ვერძი
მაისის თვის ბედის ნებიერებად ითვლებიან ვერძები. ფართოდ გაახილეთ თვალები და კარგად დაინახეთ ის საჩუქარი, რაც ვარსკვლავებმა მოგიმზადეს. უშიშრად გადაეშვით სასიყვარულო ავანტიურაში. შეეცადეთ, ისიამოვნოთ ბედნიერი შემთხვევითობებით.
კურო
წარსული ურთიერთობები ისევ გაგახსენებთ თავს, მაგრამ არ იჩქაროთ აღადგინოთ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი კავშირები. ეს მხოლოდ წუთიერი გაელვებებია, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. მოდუნდით და მთელი ძალისხმევა შემოქმედებისაკენ მიმართეთ. 10 რიცხვისათვის შესაძლებელია, ახალი თანამდებობაც კი შემოგთავაზონ, თვის ბოლოსათვის არცთუ სასიამოვნო პერიოდი დაგიდგებათ. გაგრძელება