შეუძლებელია, ერთხელ მაინც არ შეგედარებინოთ თავი რომელიმე ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მიბაძვაზე.
ფაქტია, რომ როცა ვიკერავთ საბანკეტო კაბას, ვიკეთებთ მაკიაჟს, ტატუს, ვიცვლით ვარცხნილობას თუ ვიღებთ ფოტოებს, ნიმუშად ყოველთვის რომელიმე სელებრითის ფოტო გვაქვს.
სტატისტიკურად დამტკიცებული ფაქტია, რომ ყველა ადამიანისთვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი ან მოდელი ისაა, რომელშიც საკუთარ თავს, გარკვეულ მსგავსებებს ხედავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უმეტესად, ქერა ქალბატონებს ქერები მოსწონთ, შავგვრემნები კი მუქ ტონალობებს ანიჭებენ უპირატესობას.
არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანს ჰყავს 7 ორეული დედამიწაზე. თუმცა ისინი ისე არიან დაკარგულები დროსა და სივრცეში, რომ მათი შეხვედრის შანსი ძალიან მცირეა. ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა რომელიმე ჰოლივუდის ვარსკვლავის ორეულობას. ჩვენ გთავაზობთ ქართველ სელებრითებს, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს ორეულებივით ჰგვანან.
კრისტი ყიფშიძე - მოდელი, რომელიც 30 წელს გადაშორებულია და კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. ის ქართული პოდიუმის ვარსკვლავია. კრისტი ყიფშიძისა და პენელოპე კრუსის მსგავსება უდავო და აშკარაა, ისინი ერთმანეთს ორეულებივით ჰგვანან.
ასევე შესამჩნევია მსგავსება ნუკი ყარალაშვილსა და ირინა შეიკს შორის, ერთნაირი შარმი და ქარიზმა, ღია ფერის თვალები, მუქი თმა.
ნუკი ყარალაშვილმა 2015 წელს "მის საქართველოს" წოდება მიიღო და ჩვენი ქვეყანა წარადგინა საერთაშორისო კონკურსზე.
მოდელს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" პრომოში ზუსტად ირინა შეიკივით ეცვა, რამაც მსგავსება უფრო შთამბეჭდავი გახადა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
<div>
<div></div>
</div>