ყველასთვის საყვარელი "ცოტნე ცოტაშვილი", ანუ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, იგივე ბახუტა, დღესდღეობით სრულიად სხვა რეჟიმზეა გადართული - ცეკვავს, რითაც უდიდეს სიამოვნებას იღებს, შედეგებიც მეტყველებს და მაყურებელიც ხედავს, რომ ეს საქმეც კარგად გამოსდის.
ურიგო ნომრები არ წარმოუდგენია, რაშიც მისი პარტნიორი, პროფესიონალი და წარმატებული მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი ეხმარება. ცეკვების სწორად შერჩევა, თავდადებული მუშაობა, ბევრი ვარჯიში, პროფესიონალების რჩევის გათვალისწინება და რაც მთავარია, პლასტიკურობა, ბახუტას ძალიან ეხმარება. ის დღეს მეოთხე ცეკვის წარმოსადგენად ემზადება.
AMBEBI.GE მას რეპეტიციის დროს დაუკავშირდა.
- "მხრები ქვემოთ რომ დაგეწიოს, წყლით სავსე ვედროებით იარე", - ეს რჩევა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა - ლიზი მორიმ მოგცა. ითვალისწინებ ამ რჩევას?
- კი, დავიწყე ვედროებით სიარული, ბოლომდე ვავსებ და ასე დავდივარ...
- მერე გაიმართე წელში?
- კი, მაგრამ ახლა "ჰიპ-ჰოპს" ვცეკვავ და ისევ მოვიხარე. დღეს რომ მნახავს ქალბატონი ლიზი, არ ვიცი, რას მეტყვის, მაგრამ ეს ცეკვა ამას მოითხოვს...
- პროექტის მანძილზე რა ისწავლე?
- პირველ რიგში, ჩემი სხეული კარგად გავიცანი, ნებისყოფას ვცდი. გარდა ამისა, ცეკვებს ვსწავლობ, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მხოლოდ მეოთხე ცეკვაზე ვმუშაობ.
- ნასწავლი ცეკვებიდან რომელი უფრო მოგეწონა?
- ყველა თავის "პონტში" კარგია, ყველა საინტერესოა. სხვადასხვა ქვეყნის ცეკვებია და შესაბამისად, ამდენი ქვეყნის კულტურასთან გვაქვს შეხება... რთულია, ამაზე ადრეც ვილაპარაკე, სამეჯლისო ცეკვებს, ასე თუ ისე, გავუგე, მაგრამ ახლა "ჰიპ-ჰოპი" ავიტეხე, მასზე მუშაობისას კიდევ ერთი საინტერესო კვირა გავატარე.
- ჯულიანასთან ცეკვის შერჩევისას, რეპეტიციაზე ხომ არ კამათობ?
- სართოდ არ ვკამათობთ, პირიქით, კარგად გვესმის ერთმანეთის. სულ მგონია, რომ წავიქცე, ჯულიანაც სინქრონში წაიქცევა, ჩემი ეს მარცხი რომ გაამართლოს, ძალიან კარგი პარტნიორია. "თავის თავის" მოცეკვავე არ არის, გვერდით მდგომზე სულ ფიქრობს.
- ერთ-ერთ ცეკვაში ეპიზოდი იყო, როიალს დაეჯახე, ვარდი და როიალიც წააქციე. ეს ზოგმა ისე გაიგო, რომ ცეკვისას წაიქეცი...
- იმ ცეკვაში როიალამდე მილიონ რაღაცას დავეჯახეთ და წავაქციეთ - ასეთი ქორეოგრაფია იყო...
გაგრძელება