არასდროს დაფიქრებულხართ, რა ბედი ეწევა საპონს, შამპუნსა და კონდიციონერს, რომლებსაც სასტუმროში გვახვედრებენ?
ინდივიდუალურად შეფუთული ჰიგიენის ნივთები ნომრის დატოვების შემდეგ თითქმის ხელუხლებელი რჩება... ზოგიერთ სასტუმროში კი მათ ყოველდღე ახლით გიცვლიან.
თუ დააკვირდებით, დამლაგებელი მათ ურნაში კი არა, ცალკე კონტეინერში ყრის. როგორც გაირკვა, გამოუყენებელ საპონს, შამპუნსა და კონდიციონერს სანიტარული ნორმების დაცვით გადაამუშავებენ და საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით გაჭირვებულებს ურიგებენ.
სტატისტიკის თანახმად, ანტისანიტარიისგან 15 წამში 1 ბავშვი იღუპებოდა, ამგვარი მეთოდით კი ათეულობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი, – ამბობს შონ სეიპლერი, რომელმაც 2009 წელს ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ორგანიზაცია და პლანეტის გაჭირვებულ ქვეყნებს გადამუშავებული ჰიგიენური პროდუქციით ამარაგებს.