როგორ შეიძლება პატარა ქილამ ან ანალიზისთვის განკუთვნილმა კონტეინერმა გადაგარჩინოთ?
1. მინი-ფარანი
ფარანი უნდა აატაროთ ყველგან და ყოველთვის, რომ სიბნელეში გზა გაინათოთ. ხშირად ის შეუცვლელია. მაგალითად, ჩაბნელებულ სადარბაზოში ან ცხოველების დასაფრთხობად.
2. ასანთი
იმ შემთხვევისთვის, თუ ცეცხლის დანთება გახდება საჭირო.
3. საწუწნი კანფეტი
თუ ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვდით და ძალიან გშიათ, გაწუწნეთ კანფეტი. ის არ დაუშვებს სისხლში შაქრის მკვეთრად დაცემას და მოგაძლიერებთ.
4. ტყვიის ქაღალდი "ფოლგა"
მისი დახმარებით შეძლებთ გააძლიეროთ ანტენის, რაციის ან რადიოს სიგნალი.
5. პლასტირი
თუ შემთხვევით რამეს გაიჭრით.
6. სველი ხელსახოცი
სასურველია იყოს ანტიბაქტერიული. შეგიძლიათ დაიმუშაოთ ჭრილობა ან გაიწმინდოთ ხელები, თუ ახლოს წყალი არ იქნება.
7. "ბულავკა"
ის შეიძლება ბევრ რამეში გამოგადგეთ. ამოიღოთ ხიჭვი, დაამაგროთ ბინტი და ა.შ.