ინტერნეტსესხის აღება დღეს ისეთი მარტივი და ხშირი პროცედურაა, რომ თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ სერვისით არ უსარგებლია.
აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით ხელსაყრელია ფულის სწრაფად მიღების საჭიროების შემთხვევებში, რადგან ინტერნეტ სესხის მთავარ ღირსებებს შორის ერთ-ერთი სწორედ სისწრაფეა.
კომფორტულობით გამორჩეულ სწრაფ სესხებს შორის ლიდერი კი გახლავთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია vivus 4finance.
Vivus. ge ქართულ ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მას შემდეგ მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, რადგან მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
2017 წელს კი vivus. ge კიდევ უფრო კომფორტული და ხელსაყრელი გახდა საკუთარი მომხმარებლებისთვის, რადგან სესხის საკომისიო საგრძნობლად შემცირდა და 5,4% გახდა, სესხის მაქსიმალური ლიმიტის რაოდენობა კი 1200 ლარამდე გაიზარდა.
მოგეხსენებათ, ონლაინ სესხები ინტერნეტინდუსტრიის მხოლოდ ერთი ნაწილია და ვირტუალური სამყარო საოცრად ვრცელი და მნიშვნელოვანი განზომილება გახლავთ. სწორედ ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში საოცრად მნიშვნელოვანია კარგი ინტერნეტიმიჯის ქონა.
ონლაინ რეპუტაცია დღეს უკვე გახლავთ საკუთარი თავის სასურველი კუთხით წარმოჩინებისა და ბრენდირების არაჩვეულებრივი მეთოდი.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გააზრებული ონლაინ რეპუტაციის მნიშვნელობა, უბრალოდ დაფიქრდით, თუ ვიღაცას ჩვენ შესახებ რაიმის გაგება სურს, რას აკეთებს პირველ რიგში? რა თქმა უნდა, გვეძებს ინტერნეტში.
კარგი ონლაინ რეპუტაცია ადამიანს ეხმარება ყველანაირ ურთიერთობაში და მათ შორის, კარიერაშიც. ის გახლავთ პოტენციური დამსაქმებლების დაინტერესებისა და ახალი მეგობრების შეძენის ეფექტური მექანიზმი.
როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ ინტერნეტის საშუალებით, ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოპოვების მსურველებს მივაწოდოთ ჩვენთვის სასურველი სურათი?
ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
• არასოდეს მოიტყუოთ! ტყუილი ადრე თუ გვიან გამჟღავნდება და ცუდ შედეგს მოგიტანთ.
• სწორად განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი აუდიტორია. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ შეიქმნათ მათზე მორგებული ინტერნეტიმიჯი.
• წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა სურათის შექმნა გსურთ და გჭირდებათ საკუთარი თავის გარშემო ინტერნეტში.
• იყავით აქტიური და ნელ-ნელა შექმენით ეს სურათი.
• გქონდეთ თქვენი კონკრეტული ხაზი, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვებით.
• ყოველთვის მოახდინეთ ინტერნეტში თქვენ მიერ მიღწეული მიზნების აფიშირება.
• საკუთარი თავის ინტერნეტბრენდინგისთვის, ძლიერი მექანიზმი გახლავთ პერსონალური ბლოგის წარმოება.
• ერიდეთ ინტერნეტში ზედმეტი აქცენტის გაკეთებას საკუთარ თავზე.
• გააკონტროლეთ საკუთარი პუბლიკაციები და კომენტარები. არ მოერიდოთ საკუთარი ინტერესებისა და მოსაზრებების დაფიქსირებას.
• ყურადღება მიაქციეთ ყველა ადამიანს, რომელიც თქვენით ინტერესდება ინტერნეტში.
• ნუ წაშლით თქვენი მისამართით გაკეთებულ უარყოფითი შინაარსის კომენტარებს.
R