გინესის რეკორდსმენი დიჯეი Black Coffee ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის გრანდიოზულ წვეულებაზე დაუკრავს. ივენთი 25-28 მაისს სლოვაკეთში, სასტუმროში „Gino Park Palace“-ში გაიმართება და მასზე დასწრებას მხოლოდ VIP სტუმრები შეძლებენ.
Black Coffee აფრიკული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მისი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2003 წელს იოჰანესბურგში ჩატარებულ Red Bull Music Academy-ს ღონისძიებას უკავშირდება. პირველი ალბომი მან საკუთარ დაარსებულ ლეიბლზე, Soulistic Music-ზე გამოსცა, რასაც ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე ტურნე მოჰყვა. 2008 წელს Red Bull Music Academy-ს ფარგლებში იგი Sonar ფესტივალის მონაწილე გახდა.
გინესის რეკორდი კი 2010 წელს დაამყარა, როდესაც გადაბმულად 60 საათი დაუკრა. 2013 წლიდან Black Coffee ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი გახდა და Panorama Bar-ში დაუკრა, ის ასევე Circo Loco, Boiler Room-ში და ADE-ზე მიიწვიეს. 2016 წელს კი, ის კოაჩელას და Ultra Music Festival-ის line up-შიც მოხვდა. ექსკლუზიური ივენთი GEM Fest-ის ერთ-ერთი საიმიჯო პროექტია და მიზნად Line up-ისა და თარიღების გამოცხადებას ისახავს.