წიგნის კითხვა რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ქართული საზოგადოებისთვის ახალი აღარაა.
ქვეყნის მასშტაბით მეტი და მეტი პუნქტი ჩნდება, სადაც ადამიანები წიგნებს ყიდულობენ ან უბრალოდ, ადგილზევე კითხულობენ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილი ”ბიბლუსი გალერეაა”. ივნისის დასაწყისში კი საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე ელის. ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ ”ბიბლუსი გალერეა” საბურთალოზე, კანდელაკის #7-ში გაიხსნება. ქალაქის ცენტრალურ უბანში მაღაზიაში მისულ სტუმრებს, წიგნის ყიდვისა თუ კითხვის პარალელურად, არაერთი სასიამოვნო სიახლე ელოდებათ. ეს გახდება ადგილი, სადაც მისული ადამიანი მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი მრავალფეროვანი სურვილების დაკმაყოფილებას თუ მეგობრისთვის ორიგინალური საჩუქრის შერჩევას.
1. გასართობ-შემეცნებითი ცენტრი ოჯახური სტუმრობისთვის
ახალ ”ბიბლუსი გალერეაში” ნებისმიერი ასაკის და ინტერესების მქონე სტუმარი შეძლებს ინტერესების დაკმაყოფილებას. ეს არ იქნება ადგილი, სადაც მხოლოდ წიგნს იყიდი. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება, უახლესი გამოცემების შესახებ ინფორმაციის მიღება თუ უბრალოდ, მისთვის საინტერესო წიგნების კითხვა. ”ბიბლუსი გალერეიში” პერიოდულად მოეწყობა საუბრები აქტუალურ თემებზე, შეხვედრები ხელოვნების წარმომადგენლებთან, კინოჩვენებები და ა.შ.
2. წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი
საქართველოში წიგნის პოპულარობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ნაწარმოები იქმნება ქართულ ენაზე და ითარგმნება სხვადასხვა ენიდან. შესაბამისად, მკითხველსაც უფრო უჭირს ყველა სიახლის შესახებ ინფორმაციის მიღება და არჩევანის გაკეთება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, არსებობდეს ადგილი, სადაც საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა წიგნი იქნება წარმოდგენილი. დაინტერესებული ადამიანი შეძლებს, მათ ჯერ გაეცნოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი. წიგნის სტენდები თემატურად იქნება დაყოფილი, რაც მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. სტუმრებს დახვდებათ მხატვრული ლიტერატურის, უცხოენოვანი ლიტერატურის, პოეზიის, საბავშვო კუთხეები.
3. უგემრიელესი კერძები სასიამოვნო გარემოში
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ახალ ”ბიბლუსი გალერეას” წიგნის სხვა მაღაზიებისგან გამოარჩევს, არის უგემრიელესი კერძებისა და ყავის მირთმევის შესაძლებლობა. ”ბიბლუსი გალერეაში” მისულ სტუმარს საშუალება ექნება, წიგნის ყიდვის შემდეგ იქვე სასიამოვნო გარემოში დაჯდეს და გემრიელი ყავისა თუ სადილის თანხლებით გაეცნოს წიგნს. თუმცა, ამ კაფეში სტუმრობისთვის წიგნის ყიდვა სულაც არაა აუცილებელი. ყველას შეუძლია ესტუმროს კაფეს და მშვიდ გარემოში ესაუბროს მეგობრებს თუ საქმიან პარტნიორს.
4. კრაფტის კუთხე
ბისერები, თიხა, თოკები, ნიღბები, შესაფუთი მასალები და კიდევ მრავალი დეტალი, რაც ”ბიბლუსი გალერეაში” მისულ სტუმრებს ფანტაზიას გაუღვივებს და ხელნაკეთი აქსესუარების შექმნისკენ მომართავს. მაღაზიაში კრაფტის კუთხის არსებობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან დღეს ყველაფერი ხელნაკეთი განსაკუთრებულად ფასობს. ძვირფასი სამკაულების ნაცვლად ადამიანები საკუთარი ხელით შექმნილი აქსესუარებით იწონებენ თავს. აქვე იქნებიან კონსულტანტები, რომლებიც სტუმრებს ხელნაკეთი ნივთების შექმნისთვის რეკომენდაციებს მისცემენ.
5. ღვინის კუთხე
საქართველოში დიდი ქარხნების მიერ წარმოებული ღვინის პარალელურად, უფრო და უფრო მატულობს მოთხოვნა მცირე მარნების უნიკალურ ღვინოებზე. ”ბიბლუსი გალერეას” კი ეს საკითხიც არ დარჩენილა უყურადღებოდ. მისულ სტუმრებს დახვდებათ კუთხე, სადაც სწორედ მცირე მეურნეობების მიერ წარმოებული უნიკალური ღვინის შეძენა და დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.
17 ივნისიდან "ბიბლუსი გალერეა" საბურთალოზე უკვე ოფიციალურად გაიხსნება.