5 ივნისს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი ოპერის თეატრში გიწვევთ.
ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სახელგანთქმული პიანისტი კატია სკანავი დაუკრავს. კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს. შესრულდება: რიჰარდ ვაგნერი - უვერტიურა რიენცი, რობერტ შუმანი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის A მინორ, თხზ.54, იოჰანეს ბრამსი - სიმფონია N4 E მინორ, თხზ.98.
კარია სკანავი, ფორტეპიანო
კატია სკანავი წარმოშობით ბერძნულ-რუსული ოჯახიდანაა.
სწავლობდა პარიზისა და მოსკოვის კონსერვატორიებში, მოგვიანებით კი კლივლენდში - სერგეი ბაბაიანის ხელმძღვანელობით. 1994 წელს გახდა მარია კალასის კონკურსის გამარჯვებული საბერძნეთში (მისი დიდი ბაბუის სამშობლოში) და მიენიჭა საბერძნეთის მოქალაქეობა.
მისი პირველი გამოსვლა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 12 წლის ასაკში შედგა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც მან კაბალევსკის საფორტეპიანო კონცერტი #3 შეასრულა თავად კომპოზიტორის დირიჟორობით. 18 წლის ასაკში იგი პარიზის მარგარიტ ლონგ - ჟაკ ტიბოს კონკურსის ორმაგი პრიზიორი გახდა, რასაც მოჰყვა გამოსვლები მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში: Musikvereinდა Konzerthaus ვენაში, ამსტერდამის Concertgebouw და ტოკიოს Suntory Hall.
ვან კლაიბერნის კონკურსის ფინალისტი ისეთი აღიარებული მუსიკოსების სასურველი პარტნიორია, როგორებიცაა ლეონიდას კავაკოსი, იური ბაშმეტი და გიდონ კრემერი. მათთან ერთად სოლისტის რანგში გამოდის ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა ზალცბურგის კამერატა, მოსკოვის სოლისტები, კრემერატა ბალტიკა და ამასთანავე, მართავს კამერული მუსიკის კონცერტებს.
მონაწილეობდა ფესტივალებში: La Roque D'Antheron, Lockenhaus, Schubertiade და მრავალი სხვა. აღსანიშნავია მისი გამოსვლა ბერლინის ფილარმონიაში Deutsches Symponie-Orchester-თან ერთად და ასევე Theatre des Champs-Elysees -ში საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან და კურტ მაზურთან ერთად, რასაც მოჰყვა გამოსვლა Sinfonia Varsovia-სთან ერთად სერ იეჰუდი მენიუჰინის დირიჟორობით და თანამშრომლობა მაესტრო Jaap van Zweden-თან.
ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი
ვახტანგ მაჭავარიანმა უდირიჟორა ოთხმოცზე მეტ მაღალი კლასის ორკესტრს, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ავსტრია, იტალია, თურქეთი, სერბია, შვეიცარია, ესპანეთი, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ისრაელი, რუსეთი, ხორვატია, უკრაინა, სასომხეთი, სინგაპური, ტაივანი, ბრაზილია და ლათინური ამერიკის ქვეყნები.
აღსანიშნავია, ვახტანგ მაჭავარიანის თანამშრომლობა ისეთ ორკესტრებთან, როგორებიცაა ლონდონის ფილარმონიული, ლონდონის სამეფო ფილარმონიის, საფრანგეთის ნაციონალური და არაერთი ორკესტრი საფრანგეთში, ბელგიის ნაციონალური, ისრაელის სიმფონიური, შტუდგარტის სახელმწიფო სიმფონიური და სხვა წამყვანი ორკესტრები გერმანიაში. პეტერბურგის და მოსკოვის ფილარმონიული ორკესტრები, ხოლო 1992 წლიდან გახლდათ მოსკოვის საფესტივალო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1996-2004 წლებში ვახტანგ მაჭავარიანი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2001 წლიდან 2008 წლის სექტემბრამდე რუსეთის დიდი სიმფონიური ორკესტრი "მილენიუმის" სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვახტანგ მაჭავარიანის გამოსვლები დაკავშირებულია ისეთ ლეგენდარულ დარბაზებთან, როგორებიცაა ლონდონის "ალბერთ ჰოლი", "როიალ ფესტივალ ჰოლი", "ბარბიკან ცენტრი", ამსტერდამის "კონცერტგებაუ", პარიზის "სალ პლეიელი", "შანზელიზეს" თეატრი, პეტერბურგის ფილარმონია, მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზი და მრავალი სხვა ცნობილი დარბაზი.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია "ბადაგონი"
გენერალური პარტნიორი - ხელოვანთა კავშირი Conceptart
საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია "იმედი", "არტარეა", რადიო "ჰოლდინგი ფორტუნა", მედიაჰოლდინგი "პალიტრა", საინფორმაციო ცენტრი 118 08.
ბილეთები იყიდება: www.biletebi.ge
ბილეთის ფასი: 15, 25, 35, 45 ლარი
ინფორმაციისათვის დარეკეთ 2915504/05
R