სოციალური ქსელი "ფეისბუქი" უკვე ისეა შესული ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ფოტოების ატვირთვისა და სტატუსების წერის გარეშე ჩვენი თავი უბრალოდ ვეღარ წარმოგვიდგენია.
თუმცა, ზოგჯერ ამა თუ იმ პოსტს ან ფოტოს, ძალიან მძიმე შედეგები მოყვება ხოლმე.
აი შვიდი რამ, რაც არადროს უნდა გამოაქვეყნოთ.
1. თქვენი მართვის მოწმობის ფოტო
როდესაც მართვის მოწმობას აიღებთ, ამის მტკიცებულების Facebook-ზე გამოქვეყნებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მოწმობაში თქვენი დაბადების თარიღი, სურათი და მისამართია ასახული - ეს ინფორმაცია კი ძალიან წაადგებათ ადამიანებს, ვისაც თქვენი პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება სურს.
2. თქვენი სამოგზაურო გეგმები
თუ შვებულებაში იმყოფებით, გამოაქვეყნეთ იმდენი ფოტო, რამდენიც თქვენს გულს გაუხარდება, მაგრამ არაფერი დაწეროთ იმის შესახებ, თუ როდის და რამდენი ხნით მიდიხართ. ქურდებისთვის ეს ძალიან ძვირფასი ინფორმაციაა.
3. ჩასხდომის ბილეთი
ბარკოდი, რომელიც თქვენს ჩასხდომის საბუთზეა ასახული, არ არის ზოგადი, ის თქვენს შესახებ ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელზეც პირადი მონაცემების ქურდები ნადირობენ.
4. აზრი თქვენი უფროსის შესახებ
ხელმძღვანელებსაც აქვთ პირადი გვერდები Facebook-ზე, ამიტომ, რასაკვირველია, ისინიც ნახავენ, რომ წინა კვირაში თქვენ სამსახურიდან ადრე წახვედით, ყავა კი ვადაგასული რძით მოუმზადეთ.
გაგრძელება