პატარა სირიელი ბიჭი, ომრან დაკნიში ალეპოს ტანჯვის სიმბოლო გახდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ მისი ფოტო იხილა.
3 წლის ბიჭუნას ფოტომ, რომელიც საკუთარი სახლის დაბომბვის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაში დასისხლიანებული სახით და ტალახიანი, მტვრიანი სხეულით ზის, შეძრა მსოფლიო. ალი, ბიჭუნას უფროსი ძმა, დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ერთი წელი გავიდა ამ ფოტოისტორიის შემდეგ და ინტერნეტში ახლა ჯანმრთელი და საღსალამათი ომრანის ფოტო გამოჩნდა. ბიჭუნა მამის კალთაში ზის და აღარ აქვს სასოწარკვეთილი სახე, თუმცა დაცულია კი ის იმავე ტრაგედიისგან, არავინ იცის.
ცნობილმა ირანელმა ჟურნალისტმა კინან ალუშმა, რომელიც ასადის რეჟიმის მომხრეა, ინტერვიუ აიღო ბიჭუნასა და მისი ოჯახისგან და ფოტორეპორტაჟი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.