პროფესიონალური ფოტოგრაფი ის კი არ არის, რომელიც ძვირად ღირებული ფოტოაპარატით იღებს, არამედ ის, ვინც იცის ზოგიერთი ხრიკი, რომლის მეშვეობითაც და მარტივი ნივთების დახმარებით ნამდვილ შედევრებს ქმნის.
გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ხრიკს, რათა სმარტფონით ძალიან მაგარი ფოტოები გადაიღოთ.
"უხელო" სელფი
სელფში რამდენიმე ადამიანის მოხვედრა რთულია. ამ პრობლემის გადასაწყვეტად გამოიყენეთ ჩვეულებრივი შტატივი: აიღეთ უსარგებლო პლასტიკური ბარათი და გაღუნეთ 3 ადგილას. ერთ-ერთი გაღუნვის ადგილას შეგიძლიათ ტელეფონი მოათავსოთ. გამოიყენეთ ყურსასმენი ან თაიმერი, რათა კადრი მანძილზე გადაიღოთ.
პანორამული ტყუპები
გამოიყენეთ პანორამული გადაღების ფუნქცია, ერთ ფოტოზე ორეულების შესაქმნელად გრაფიკული რედაქტორების გამოყენების გარეშე.
აირჩიეთ რეჟიმი "პანორამა", მოათავსეთ ადამიანი კადრში და ნელ-ნელა გადააადგილეთ სმარტფონი ნებისმიერ მხარეს. როგორც კი ადამიანი გადაღებული მასალის მიღმა დარჩება, გააჩერეთ ან შეანელეთ მოძრაობა. ამ დროს მოდელმა თქვენს ზურს მიღმა უნდა გადაირბინოს მომდევნო კადრში.
პატარა დედამიწა
გამოიყენეთ სხვადასხვა პროგრამა ფოტოებისთვის საინტერესო ეფექტების მისაცემად. მაგალითად, პროგრამა Rollworld თქვენი ფოტოსგან დედამიწის პატარა მინიატურას შექმნის.
წყალქვეშა ფოტოები
წყალში ფოტოების გადაღება სმარტფონით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ჩვეულებრივი აპარატით. ამასთან, დამცავი ქეისის შეძენა აუცილებელი არ არის. ჩაუშვით სმარტფონი გამჭვირვალე წყლიან (2.3 შევსებულ) ჭიქაში. გარნიტურა გამოიყენეთ, როგორც მართვის პულტი. წყლისგან დასაცავად, ტელეფონს პრეზერვატივი ჩამოაცვით.
გამოიყენეთ ფუნქცია HDR
ფუნქცია HDR ითავსებს სხვადასხვა სიმკვეთრის კადრს ერთში. ამის გამო ფოტოები უფრო კაშკაშა ხდება.
მიამაგრეთ ტელეფონი ბუშტზე
პეიზაჟის სიმაღლიდან გადასაღებად, მიამაგრეთ ტელეფონი ჰელიოთი დატენილ ბუშტს. კარგად მიამაგრეთ ტელეფონი, მყარი ძაფით გაუშვით ჰაერში და გადაიღეთ ფოტოები თაიმერის მეშვეობით.
გამოიყენეთ სხვა გამოსახულებები
სმარტფონის მეშვეობით უნიკალური სელფების გადაღება შეიძლება: იპოვეთ ინტერნეტში გამოსახულება ან შექმენით თავად, რათა ავტოპორტრეტს სხვა ფოტოს ელემენტები დაუმატოთ. აქ ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.