პირველი სექტემბრიდან ცნობილი მულტფილმი მგელსა და კურდღელზე მხოლოდ 23.00 საათის შემდეგ გავა ეთერში.
დღეიდან რუსეთში მულტიპლიკაციური სერიალის, "აბა, დამაცადე!" ყურება მხოლოდ უფროსებს შეეძლებათ. ასეთი აღმოჩნდა "ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის საშიში ინფორმაციის" შესახებ ახალი კანონი.
ახალი წესის მიხედვით, მულტსერიალი "აბა, დამაცადე!" ძალადობის მოჭარბებული სცენების გამო მოხვდება კატეგორიაში "18+".
საბავშვო და საყმაწვილო პროგრამების ხელმძღვანელმა ტატიანა ცივარევამ განაცხადა: "სიკვდილზე, პრინციპში, ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ნატურალისტურად მისი ჩვენება არ შეიძლება. ბავშვისთვის განკუთვნილ გადაცემასა თუ ფილმში არ უნდა იყოს ნაჩვენები არანაირი საშიში და სისხლიანი სცენა".
გარდა ამისა, "ბავშვთა ინფორმაციისგან დაცვის" ფედერალური კანონის დამატებითი მუხლის თანახმად, ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაციაში შედის უცენზურო გამონათქვამები, ტექსტები და პროგრამები, რომლებიც ბავშვების გარკვეული ასაკისთვის შეზღუდულ კატეგორიაში უნდა ჩაისვას".
რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფედერალური სამსახური აპირებს გადახედოს და აკრძალოს უცენზურო სიტყვების ტელეეთერით გაშვება და გადაამოწმოს ისეთი გადაცემები, როგორებიცაა: "სახლი-2", "არდადეგები მექსიკაში", "+100500" და "კომედი-კლაბი".
იხილეთ ვიდეო
მასალის წყარო: passion.ru