14 სექტემბერს იტალიურ კინოგაქირავებაში გამოვიდა რიდლი სკოტის ფილმი "პრომეთე". პრემიერის შემდეგ ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა L’Osservatore Romano გამოაქვეყნა ხმაურიანი სტატია, სადაც ფილმი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
სტატიაში ნათქვამია, რომ "ღმერთის გამოწვევა - ცუდი იდეაა". მასალის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ფილმში, რომელშიც მონაწილეობენ მაიკლ ფასბენდერი და შარლიზ ტერონი, არასწორად არის საკითხები დასმული.
ეს პირველი ფილმი არ არის, რომელმაც კათოლიკური ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია. ვატიკანმა არ მოიწონა "ავატარი", "დავინჩის კოდი" და სხვა ფილმები.
"პრომეთემ" უბრალო იტალიელებშიც არ გამოიწვია დიდი აღფრთოვანება. ერთი კვირის განმავლობაში ფილმმა კინოგაქირავებას 1,3 მილიონი დოლარი მოუტანა და პირველი ადგილი სტივენ სოდერბერგის "სუპერ მაიკს!" დაუთმო.