2012 წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული სახელი ნინო იყო, მსოფლიოში კი სოფია
2012 წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული სახელი ნინო იყო, მსოფლიოში კი სოფია
ანალიტიკოსებმა 2012 წლის ყველაზე პოპულარული სახელების რეიტინგი შეადგინეს. სტატისტიკა აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული 450 000 ბავშვის მიხედვით გამოვლინდა.

"რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამერიკაში უცნაური სახელების მოდა აღარ არსებობს. მშობლები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმას, რას დაარქმევენ თავიანთ პატარას. ამიტომაც ისინი ცდილობენ, თავიანთ შვილს შეურჩიონ ისეთი სახელი, რომელსაც რაღაც წარმოშობა ექნება", - განაცხადა გამოკვლევის ავტორმა, BabyCenter-ის ხელმძღვანელმა ლინდა მიურეიმ.

2012 წელს ყველაზე პოპულარულ სახელებად დასახელდა ეიდენი და სოფია. "სოფია ბერძნულად "სიბრძნეს" ნიშნავს, ხოლო ეიდენი კელტურად - "ცეცხლოვანს", - დასძინა მიურეიმ.

ყველაზე პოპულარული ქალის სახელების 10-ეულში შედის: ემა, ოლივია, იზაბელა, ავა, ლილი, ზოი, ქლოია, მია, მედისონი. მამაკაცების სახელებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს: ჯექსონი, იტანი, ლიამი, მეისონი, ნოე, ლუკასი, იაკობი, ეიდენი, ჯეკი.

ამერიკელებს შვილისთვის სახელის დარქმევის დროს ასევე შთააგონებთ სერიალები და წიგნები.

ახალგაზრდა მშობლებზე დიდი გავლენა აქვს მარკა Apple-ს. აღსანიშნავია, რომ მისი დამაარსებლის სახელი – სტივ ჯობსი – ისეთი პოპულარული არ არის, როგორც თავად პროდუქციის. ასე რომ, გოგონებს ხშირად არქმევენ ეიფლს, ბიჭებს კი – მაკს.

რაც შეეხება საქართველოს, 2012 წელს საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სახელები:

ქალის: ნინო, თამარი, მარიამი, მაია, ნანა, ქეთევანი, ნათელა, მანანა, ნათია, ანა.

მამაკაცის: გიორგი, დავითი, ზურაბი, ლევანი, ალექსანდრე, ირაკლი, მიხეილი, თამაზი, ნიკოლოზი, ავთანდილი.
კომენტარები (9)
გიორგი
თუ ამერიკაში ჩატარდა კვლევა და მის ფარგლებს არ გასცდენია, მაშინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სახელი სოფია და ეიდენი როგორ გამოდის ??? ამერიკის მოსახლეობა 300 მილიონია, ხოლო ჩინელების და ინდოელების ერთად აღებული მსოფლიო მოსახლეობის ლამის ნახევარს შეადგენენ, ამიტომ რასაც თქვენ წერთ შეუძლებელია... მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ!!!
ეკატერინე
ნათელა არა მზია :))) ყოველი მეორე მშობელი დღეს ანასტასიას ან ნატალის არქმევს გოგოს და ბიჭს კიდე გაბრიელს და ნიკოლოზს (ან თამაზი საიდან მოიტანეთ ნეტა)
თამთა
რა ნათელა,მანანა და თამაზი?საიდან მოიტანეთ ეს სისულელეები?
:)))
მე ჩემს მეოტხე ბიცჰს მაქსიმეს ვარქმევ
ქეთი
საქართველოში სტატიის წერაშიც კი სიზარმაცე ჩანს - ისევე როგორც სხვა დანარჩენში. ვიღაცის სტატაიას გადაავლეს თვალი, რაგაცეები დაამატეს ქართული სტატისტიკიდიან ისიც არასრულყოფილად და გამოვიდა ეს სისულელე. ასეთ სტატიას ისევე როგორც სხვას კარგი მომზადება სჭირდება,საკითხის შესწავლა სათანადოდ და შენი მასალის დადება და არა სხვისის უნიჭოდ გადაკეთება. ნინო, მარიამი, ანა ა.შ.,სახელები რომ ყველაზე გავრცელებულია საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ აი სხვა სახელები, რომელთა პოპულარობის ტენდენცია გაიზარდა ეს იქნებოდა საინტერესო, რომ შეგესწავლათ და დაგეწერათ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პოპულარული თურქი მსახიობი - მურატ ილდირიმი თბილისში ჩამოდის
15:53 / 23-04-2014
ქართველი ქალების (და არამარტო მათი) გულთამპყრობელი, სავაშ ბალდარის როლის შემსრულებელი მურატ ილდირიმი თბილისში ჩამოდის.
ორნი ერთ სხეულში - ტანგო, რომელსაც გულგრილად ვერ ნახავთ
17:06 / 22-04-2014
21 აპრილს ამერიკული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ეპიზოდი გავიდა.
ორსულმა მეგი გოგიტიძემ უკრაინული Voice-ის რინგი მოიგო
00:37 / 22-04-2014
უკრაინაში Voice-ის შესარჩევი ტურები დასრულდა და კონკურსანტებმა რინგზე გადაინაცვლეს.
ანი ტყებუჩავა დედა გახდა - "ისედაც გულჩვილი ვიყავი და ახლა ხომ საერთოდ"
16:23 / 18-04-2014
"ჩემი ცოლის დაქალების" ნინას პატარა ნენე გაუჩნდა. მსახიობმა 15 აპრილს, ღამის პირველის ნახევარზე იმშობიარა.
"მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი" - გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა
12:07 / 18-04-2014
მექსიკაში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი.
ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ
15:07 / 17-04-2014
ჩემი მეგობარი, უფრო ზუსტად, მისი ჯიბე, მკითხავს ემსხვერპლა. სქემა, რომლითაც მკითხავი მოქმედებდა, ძალიან მარტივი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩემმა მეგობარმა ოჯახის წევრი კლინიკაში დააწვინა.
ასეთი დუტა სხირტლაძე ჯერ არ გინახავთ - მსახიობის მიერ განსახიერებულმა ჯო კოკერმა ყველა გააოცა
11:51 / 17-04-2014
16 აპრილს არხ GDS-ზე პოპულარული გასართობი შოუ "ერთი ერთში"-ს მეორე ეპიზოდის პრემიერა შედგა.
როდის იწყება და სრულდება პირველკლასელთა რეგისტრაცია - რჩევები მშობლებს
11:46 / 17-04-2014
პირველკლასელთა რეგისტრაცია - ამ ერთ-ერთ საინტერესო და აქტუალურ თემას ეთმობა დღეს "დილის პალიტრა".
კომპანია "ბეკო" 16 და 17 აპრილს გიწვევთ "კულინარიულ დღეებზე"
12:10 / 16-04-2014
16 და 17 აპრილს "თბილისი ცენტრალსა" და "თბილისი მოლში" კომპანია "ბეკო" კულინარიული დღეების აქციას მართავს.
"ორი ვარსკვლავის" მსვლელობისას თეონა კონტრიძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
00:26 / 15-04-2014
"ორი ვარსკვლავის" შოუს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. (ვიდეო)
არქივის კალენდარი