ჰაკერს, სახელად კრისტოფერ ჩეინს, რომელმაც შიშველი სკარლეტ იოჰანსონის ფოტოები მოიპარა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
35 წლის კრისტოფერ ჩეინმა 2011 წელს 50-ზე მეტი პიროვნების ელექტრონული ფოსტა გატეხა. ჰაკერი არა მარტო პირად წერილებს კითხულობდა, არამედ მათ ინტიმურ ფოტოებსაც იწერდა და შემდეგ ინტერნეტში ავრცელებდა.
ჩეინის ჰაკერობის მსხვერპლნი გახდნენ სკარლეტ იოჰანსონი, მილა კუნისი, რენე ოსტიდი, კრისტინა აგილერა, სელენა გომესი და სხვები. გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სასამართლომ ჰაკერს 66 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
"არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ "მაპატიეთ". ეს აღარასოდეს გამეორდება", - განაცხადა ჩეინმა სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ სკარლეტ იოჰანსონის ინტიმური ფოტოები ინტერნეტქსელში 2011 წელს მოხვდა, რის შემდეგაც მსახიობმა დახმარებისთვის ფედერალურ ბიუროს მიმართა.