დღე-სასწაული... 7 იანვარი, ვისთვის - 25 დეკემბერი...
დღე-სასწაული... 7 იანვარი, ვისთვის - 25 დეკემბერი...
შობა - დღესასწაულთა დღესასწაული... ვისთვის 7 იანვარი, ვისთვის - 25 დეკემბერი... მოდით, ნუ ვიდავებთ, რომელი უფრო ნამდვილია. მთავარია, რომ უფალი იშვა და მისი შობის დღე-სასწაულია!
ტკბილი დღეები

ისინი, ვინც შობად 25 დეკემბერს აღიარებენ (ანუ კათოლიკები), ამ დღისთვის მზადებას მთელი თვით ადრე იწყებენ. არსებობს რამდენიმე წესი, რომელსაც როგორც უზენაეს კანონს, ისე ასრულებენ, ანუ რომ გადმოვაჩვენებუროთ, მათი წინასაშობაო ქმედებები კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ სცილდება. ეს ისე, ხუმრობით...

- ჟორჟ, საყვარელო, შობამდე სამი კვირა დარჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე და მამაშენი ამ შაბათს ვახშმად გიწვევთ. - დაახლოებით ასეთი ფრაზებით ახსენებენ ოჯახის წევრები ერთმანეთს, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც მზად არიან ტრადიციის შესასრულებლად. ტრადიცია კი ასეთია: შობამდე 3-ჯერ კვირის ბოლოს მთელი ოჯახი ერთად იკრიბება. ვახშმობენ, საუბრობენ, ერთობიან... ქუჩიდან კი პატარა ბიჭების ხმა ისმის:

- ააბა, კალენდარი!.. ტკბილი კალენდარი!..

არა, კალენდარი არ იჭმევა და შესაბამისად, არც გემო აქვს. საქმე ისაა, რომ ამ უჩვეულო კალენდარში მხოლოდ ის დღეებია აღნუსხული, როცა შოკოლადით უნდა ჩაიტკბარუნო პირი. არა, არა, შემეშალა. მოდი, თავიდან: ეს კალენდრები შობამდე ზუსტად ერთი თვით ადრე გამოდის გასაყიდად და აღნიშნულია, თუ რომელ დღეს რომელი შოკოლადი უნდა მიირთვა. ჰო, ახლა სწორია...

ვინ თქვა, ვალდებულება მძიმე ტვირთიაო?!.. ჰო, სავალდებულო ტკბილეულში ნუშის ნამცხვარიც შედის. ნუშის ნამცხვრის გამოცხობა აუცილებელია; გამოცხობაც და მისი მირთმევაც. ეს უკანასკნელი, ნებაყოფლობითიც რომ იყოს, მაინც ყველა ინებებდა...

ახლა, როცა შენ ამას კითხულობ, სხვები შეშის მოსაგროვებლად ტყეში მიდიან ან სადმე სახლთან ახლოს მდგარი სატვირთო მანქანიდან ყიდულობენ. აბა რა, ხომ უნდა მოიმარაგონ?! შობა ბუხრის გარეშე წარმოუდგენელია. შეშა მხიარულად ტკაცუნებს და თითქოს საათის რიტმს იმეორებს.

საათი: წიკ-ტაკ... წიკ-ტაკ... წიკ-ტაკ...
ცეცხლი: ტკაც... ტკუც... ტკაც... ტკუც...

ბუხრის თავზე დიდ, წითელი ნაჭრისგან შეკერილ ჩექმას ჰკიდებენ. მოხუც სანტას (სანტა კლაუსი) ჩვევად აქვს, ბუხრის მილს ჩაჰყვეს (თანაც ისე, რომ არ გაიმურ-გაიმჭვარტლოს) და წინდები საჩუქრებით აავსოს...

საჩუქარი გინდა? შეიძინე წინდა!

რამდენიმე საუკუნის წინ ჰოლანდიურმა გემებმა ახალ ნაპირთან მიცურეს. ყველაზე დიდი გემის ცხვირზე წმინდა ნიკოლოზის ფიგურა იყო მიმაგრებული. ღუზა ჩაუშვეს, მოგზაურები მიწაზე გადმოვიდნენ. მალე ამ მიწის მფლობელები გახდნენ.

24 დოლარად შეიძინეს და ახალი ამსტერდამი უწოდეს. წმინდა ნიკოლოზის ფიგურა გემიდან მიწაზე გადმოაბრძანეს. არაინგლისურად მოლაპარაკეთათვის წმინდანის სახელი ასე ჟღერდა - სინტერ კლასს. დროთა განმავლობაში, სინტერ კლასი ჯერ სანტა კლასად იქცა, მერე - სანტა კლაუსად. როგორც ხედავთ, კეთილი ბაბუა სანტა სინამდვილეში სასწაულების ჩადენითა და ქველმოქმედებით ცნობილი წმინდა ნიკოლოზია.

... პოეტმა ჟორჟ ვებსტერმა ლექსი მიუძღვნა სანტას, სადაც კლაუსის საცხოვრებელ ადგილად ჩრდილოეთ პოლუსს ასახელებს. ხალხმა დაიჯერა.

... გამომცემელმა ლუის პრანგმა ამერიკაში ღია ბარათები გამოსცა, სადაც სანტას თეთრი ბეწვით გაწყობილი წითელი კოსტიუმი აცვია. ხალხმა დაიჯერა, რომ ბაბუა სანტა ამ ფორმით დადის, რომ წითელი ცხვირი და ხშირი წარბები აქვს.

... მწერალმა კლემენტ მურმა ზღაპრების ციკლი გამოსცა, სადაც წერს, რომ სასწაულმოქმედი მოხუცი ჩვენამდე ირმებშებმული მარხილით მოდის. ჰო, კიდევ ის დაწერა, რომ მარხილიდან გადმოსული ბაბუა კლაუსი სახურავებზე ადის და იქიდან სკუპ! საკვამურიდან პირდაპირ ჩვენს ბუხარში ხტება და წინდაში საჩუქარს გვიტოვებს.

იქიდან თავის მარხილამდე როგორ ბრუნდება, ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ეს არცაა საინტერესო. საინტერესო ის უფროა, რომ ხალხმა მწერალ კლემენტის ნათქვამი ყოველი სიტყვა დაიჯერა.

...დაბოლოს, "კოკა-კოლას" მთავარმა მხატვარმა ჰადონ სანდბლომ სანტა კლაუსს ხელში ყველასთვის ნაცნობი სასმლის ბოთლი დააჭერინა და წააწერა: "სანტა კლაუსიც სვამს "კოკა-კოლას". ჰოო... აი, აქ კი გაჯიუტდა ხალხი. რატომღაც არ დაიჯერეს, მაგრამ წაუყრუეს...

ესეც ასე. სანტა კლაუსი ხორცშესხმული სასწაულმოქმედია. წინდები შეიძინეთ, ხალხო, წინდებიიი!

საზეიმო სუფრა

ოჯახები დიდი გულმოდგინებით ემზადებიან შობის შესახვედრად. ბაბუები ბუხრებში შეშის კოშკებს აშენებენ და ერთი სული აქვთ, ცეცხლს როდის ააგიზგიზებენ.
ბებიები ცომს ზელენ და ძარღვებდაჩნეულ ხელებს ფქვილში მალავენ. საშობაო პური ყველას ძალიან უყვარს.

შვილიშვილი გოგონები ნაძვის ხეს რთავენ. ფერად ბურთებს კისკისით აბნევენ სიცოცხლემოსწრაფულ ნაძვს და ისე ეფერებიან, ხეს სულ ავიწყდება, რამდენიმე დღის სიცოცხლეღა რომ აქვს დარჩენილი...

ბიჭუნები მაღაზიიდან ბრუნდებიან - შოკოლადის სანტა კლაუსები შეიძინეს. თუკი მუცელს ყურს არ დაუგდებენ და გზაში არ გადასანსლავენ, ხილით სავსე ლარნაკებში მიუჩენენ დროებით ბინას.

დედები თევზს ხარშავენ. თევზი აუცილებელია სუფრაზე, საშობაო პურის გვერდით.

რძლები ლამაზ, თეთრ სანთლებს ამზადებენ ასანთებად. სანთლის შუქი ხომ სასწაულის მოლოდინს ამძაფრებს...

თოვლივით თეთრი, გახამებული სუფრა, ლამაზი ჭურჭელი, ერთით მეტი თეფში - შემთხვევითი სტუმრისათვის. სჯერათ, რომ უფალი კეთილ ადამიანს გამოუგზავნით სტუმრად.

- ბებო, მთელი სახლი ნაძვის ტოტებით რატომაა სავსე, ნაძვის ხე ხომ მოვრთეთ, საკმარისი არაა?

- პატარავ, ნაძვი სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. სიცოცხლე კი არასდროსაა საკმარისი, - ეტყვის თმათოვლა ბებია, შეუმჩნევლად ამოიოხრებს და პატარა ბალიშის შეკერვას განაგრძობს. ამ ოთხკუთხა ნაჭერს მალე თივით გატენის და მაგიდის შუაგულში ჩადგამს. მასზე ახალგამომცხვარ პურს დადებს, რომელსაც ვახშმის დაწყებამდე ყველანი თითო ნატეხს ჩამოატეხენ. წესია ასეთი.

- ბაბუ, კუნძი წელს არ გვაქვს?


- არა, ბაბუ, მოდაში აღარაა. - უკბილო პირით გაუცინებს პატარას ბაბუა. ცეცხლს მოჩხრეკს და გაიხსენებს, როგორი ტრადიცია იყო ადრე: პატარა კუნძს თლიდნენ და მაგიდაზე დებდნენ. ზედ ხორბალს აყრიდნენ, თაფლსა და ღვინოს ასხამდნენ - ცოტას, ქათქათა სუფრა რომ არ დასვრილიყო. ამ "დათაფლულ" ხეს ნაძვზე მეტ პატივს მიაგებდნენ. ასეთი იყო წესი. ამ ტკბილი ხის სადღეგრძელოსაც კი სვამდნენ წითელი ღვინით.

- მოდაში აღარაა თუ, უბრალოდ, ზარმაცობ? - გადაიხარხარებს უფროსი შვილიშვილი.

- ჩუმად იყავი, ონავარო, თორემ ხომ ხედავ, ბუხართან ვზივარ. თოვლის პაპას გავაფრთხილებ, უსაჩუქროდ დაგტოვოს. - ვალში არ დარჩება მოხუცი.

...გარეთ ცივა, მაგრამ მოციმციმე ნათურები თითქოს ჰაერს ათბობენ. ცის ნათურები - ვარსკვლავები ცას ჭორფლად ეყრებიან. დიდი მისია აკისრიათ - ირმებშებმულ მარხილს გზა უნდა გაუნათონ...

ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (2)
გილოცავთ შობა-ახალ წელს:):):)
რა საყვარელი სტატიაა:):):) ცრემლები მომადგა. მიუხედავად იმისა,რომ თოვლის ბაბუის არასდროს მჯეროდა, მაინც ყოველთვის მხიბლავდა თოვლის ბაბუა-პაპის ინსტიტუტი. მინდა მთელი სულითა და გულით ისეთივე ახალი წელი გისურვოთ როგორზეც აქ არის საუბარი :)თქვენთვის კეთილის მსურველი ნათია ბ.
მ........დ
ვაუ, რა მაგარია... კარგი სტატიაა..... მეც ავანთებ ბუხარს და დაველოდები სანტას.... :)
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ
15:07 / 17-04-2014
ჩემი მეგობარი, უფრო ზუსტად, მისი ჯიბე, მკითხავს ემსხვერპლა. სქემა, რომლითაც მკითხავი მოქმედებდა, ძალიან მარტივი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩემმა მეგობარმა ოჯახის წევრი კლინიკაში დააწვინა.
ასეთი დუტა სხირტლაძე ჯერ არ გინახავთ - მსახიობის მიერ განსახიერებულმა ჯო კოკერმა ყველა გააოცა
11:51 / 17-04-2014
16 აპრილს არხ GDS-ზე პოპულარული გასართობი შოუ "ერთი ერთში"-ს მეორე ეპიზოდის პრემიერა შედგა.
როდის იწყება და სრულდება პირველკლასელთა რეგისტრაცია - რჩევები მშობლებს
11:46 / 17-04-2014
პირველკლასელთა რეგისტრაცია - ამ ერთ-ერთ საინტერესო და აქტუალურ თემას ეთმობა დღეს "დილის პალიტრა".
კომპანია "ბეკო" 16 და 17 აპრილს გიწვევთ "კულინარიულ დღეებზე"
12:10 / 16-04-2014
16 და 17 აპრილს "თბილისი ცენტრალსა" და "თბილისი მოლში" კომპანია "ბეკო" კულინარიული დღეების აქციას მართავს.
"ორი ვარსკვლავის" მსვლელობისას თეონა კონტრიძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
00:26 / 15-04-2014
"ორი ვარსკვლავის" შოუს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. (ვიდეო)
რატომ აპირებს "პლანის" მოწევას გორში სტეფანე და ვის თვალებში დაინახა ვნება "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრმა
11:39 / 14-04-2014
დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში უკვე დიდი ხნის დაანონსებული მუსიკალური შოუ "X ფაქტორი" იწყება. ამ პროექტის მაყურებელს წინ არაერთი საინტერესო ნომერი ელის. შესარჩევ ტურებს ვესწრებოდი და რამდენიმე მათგანზე წინასწარ მინდა გიამბოთ.
80 წლის ბებოს "სალსამ" ბრიტანული "ნიჭიერის" ჟიური პირდაღებული დატოვა
20:13 / 13-04-2014
12 აპრილს ბრიტანეთში "ნიჭიერის" ახალი, მერვე სეზონის პრემიერა შედგა. ჟიურის შემადგენლობაში არიან ალიშა დიქსონი, დევიდ უილიამსი, ამანდა ჰოლდენი და საიმონ კოუელი. საინტერესო გამოდგა შესარჩევი ტურის პირველი ეპიზოდი, სადაც ბევრი სასაცილო და ამაღელვებელი მომენტი იყო.
"თმახუჭუჭა სიუ" 23 წლის შემდეგ (+ფოტო)
11:20 / 11-04-2014
დაუჯერებელია, რომ ეს ფილმი უკვე 23 წლის არის. თმახუჭუჭა სიუ გაიზარდა და საოცარი პატარას დედიკოც გახდა, მაგრამ ბევრი თაყვანისმცემლისთვის ის მაინც თხუპნია, მაწანწალა, საყვარელ გოგონად დარჩა!
ზურა მანჯავიძემ შვილთან ერთად ოპერაცია გაიკეთა
12:02 / 09-04-2014
რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ზურა მანჯავიძემ თავის შვილთან ერთად საავადმყოფოში ამოჰყო თავი.
ქეით მიდლტონს ნახევრად შიშველი და უკანალმოსვირინგებული მაორი შეხვდა (+14 ფოტო)
16:40 / 07-04-2014
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალ ზელანდიაში სამკვირიანი ტურნე დაიწყო. პრინც უილიამისთვის, ჰერცოგინია ქეით მიდლტონისა და მათი რვა თვის ვაჟისთვის, პრინც ჯორჯისთვის ეს პირველი ერთობლივი უცხოური ტურნეა.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234