საბავშვო ბაღი რუსთავში - თვითმფრინავ იაკ-42-ის ბორტზე (+ ფოტო)
საბავშვო ბაღი რუსთავში - თვითმფრინავ იაკ-42-ის ბორტზე (+ ფოტო)
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტწყარო ავრცელებს.
იხილეთ ფოტოგალერეა

ალბათ, ყველა ბავშვს უოცნებია კოსმონავტობაზე. აი, პატარებმა ქალაქ რუსთავიდან ოცნება თითქმის აისრულეს და ისინი საბავშვო ბაღში, არც მეტი, არც ნაკლები, თვითმფრინავში დადიან.

შესაძლოა, ამ უცნაური საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სულაც არ გახდნენ მომავალში პილოტები და ბორტგამცილებლები, მაგრამ მათ ოცნება ნაწილობრივ უკვე აისრულეს.

ვის დაებადა იდეა, გაეხსნა მსოფლიოში ერთადერთი საბავშვო ბაღი თვითმფრინავში?

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პატარებს ოცნებები უსრულდებათ, ცოტა ხნის წინ Georgian Airways-ის კუთვნილება იყო. ახლახან კი ის რუსთავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორმა, გარი ჩაფიძემ შეიძინა და იქ სკოლამდელი დაწესებულება გახსნა.

რა თქმა უნდა, თვითმფრინავის ინტერიერი ნაწილობრივ გადაკეთებულია. აქ არის მაგიდები მეცადინეობისთვის და უამრავი სათამაშო პატარებისთვის, თუმცა პილოტების ოთახი თითქმის ხელუხლებელია. რა უნდა იყოს იმაზე შემეცნებითი და საინტერესო ბავშვებისთვის, ვიდრე თვითმფრინავის მემანქანის ნამდვილ კაბინაში ყოფნა, სადაც უამრავი ღილაკი და საჭეა.

თვითმფრინავის ბორტზე ერთდროულად 15 ბავშვს შეუძლია ყოფნა. იმისათვის, რომ თვითმფრინავი ბავშვებისთვის მეტად მოსახერხებელი და კომფორტული გაეხადა, შაპიძეს რამდენიმე თვე დასჭირდა, თუმცა მისი შრომა დაფასდა: საბავშვო ბაღით აღფრთოვანებულები არიან არა მარტო პატარები, არამედ მათი მშობლებიც. აბა, რომელ ბავშვს დაეზარება და არ მოუნდება ასეთ საბავშვო ბაღში წასვლა?

გარი ჩაფიძემ მოახერხა და რეალობად აქცია თავისი გაბედული ჩანაფიქრი. მისი თქმით, ბავშვისთვის საბავშვო ბაღში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში კი, უცნაური დიზაინი და ყოველდღიურად ოცნებაში ყოფნის შეგრძნება პატარებს უამრავ ფსიქოლოგიურ პრობლემას გადაალახვინებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მასალის წყარო: 

kulturologia.ru



ასევე იხილეთ: ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - რუსთაველი ინდიგო ბავშვები და მასწავლებელი-სტიუარდესები

ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - უჩვეულო ქართული გამოგონებით უცხოური მედია დაინტერესდა


კომენტარები (19)
რუსიკო
კაი რა : ირინკა : ნუ გასაგებია რომ მჯდარხარ თვითმფრინავში და თანაც მთელი სამი საათი, კიდევ კარგი სული არ შეგეხუთა თორემ შენს კომენტარზე ვეგარ ვიხალისებდი :))))))))))))))
თამო
აქ რომელი ნორმალური მიიყვანს ბავშვს .
ბუსა
ნერვოზი არა ნევროზი, გაქ არა გაქვს... :)))))) არ მაქვს ნევროზი, უბრალოდ ბანძებს და გაუნათლებლებს ვერ ვიტან. პატივი ეცით საკუთარ თავს და დეგენერატობებს ნუ წერთ :)))))))
nini
ბუსა სერიოზული ნერვოზი გაქ ;)
ბუსა
უკაცრავად და რა საინტერესოა ილუმინატორიდან რას უყურებთ 3 საათის განმავლობაში პატივცემულო? :)))))) ღრუბლებს? ფანჯრიდან ხედების და ლანდშაფტის ყურებით გართობა, რა, მატარებელია? :))))))) თვითმფრინავში თუ მჯდარხარ საერთოდ აეეეე. თუ არა, წადი მაგ ბაღში და წარმოიდგინე, რომ სამი საათი მიფრინავ და "ფანჯრიდან" იყურები :)))))))
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქეთა თოფურია იურმალას კონკურსის რეპეტიციაზე ნასვამი მივიდა? (+ფოტო)
12:21 / 25-07-2014
"ახალი ტალღა–2014"-ის კონკურსი დაიწყო და მუსიკის მოყვარულების ყურადღება იურმალასკენ არის მიმართული.
ნუცა ბუზალაძემ "ახალ ტალღაზე" ფურორი მოახდინა - ქართველი მომღერალი პირველ ადგილს იკავებს
11:10 / 24-07-2014
ლატვიის ქალაქ იურმალაში მე-13 საერთაშორისო მუსიკალურმა კონკურსმა "ახალმა ტალღამ" სტარტი აიღო. წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი იღებს მონაწილეობას.
მალაიზიის ავიაკატასტროფაში გარდაცვლილი გოგონას მამა ვლადიმერ პუტინს: მადლობა, რომ მომიკალით შვილი!
11:38 / 23-07-2014
ჰანს დე ბორსტი "ბოინგ 777"-ის კატასტროფის დროს გარდაცვლილი 17 წლის გოგონას, ელენ ელსიმიკის მამაა.
რატომ არის აუცილებელი გარანტია ავეჯის ყიდვისას?
10:48 / 23-07-2014
ყოველთვის, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ნივთის შეძენას გადავწყვეტ, ერთი გენიალური ფრაზა მახსენდება: - "მე არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ შევიძინო იაფიანი საქონელი".
"ფეხებგაუპარსავ ქალთა კლუბი" (+ფოტო)
12:47 / 22-07-2014
რა მეთოდს აღარ მივმართავთ ქალები იმისათვის, რომ სხეულზე თმის ნასახი, პატარა ბუსუსიც არ დავიტოვოთ. სილამაზისა და პრიალა კანისთვის ბევრ მტკივნეულ პროცედურასაც ვიტანთ.
კომპანია L’Oreal-მა ახალი მოდელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიბუნებზე აღმოაჩინა (+ფოტო)
13:55 / 16-07-2014
ალბათ, ყველა ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ახალი კონტრაქტები ნაკრების მოთამაშეებისთვის მოჰქონდა.
რა სიურპრიზი ელის მკითხველს ჟურნალ "და ქალის" აგვისტოს ნომერში?
15:03 / 15-07-2014
ქალების საყვარელი ჟურნალი "და ქალი", რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოდის და პერიოდულად თავის მკითხველს სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს, აგვისტოს ნომერთან ერთად, ლამაზ და პრაქტიკულ საჩუქარს გვპირდება.
ნაომი კემპბელმა და კომპანია Beats-მა გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ოქროს ყურსასმენებით დააჯილდოვა (+ფოტო)
13:28 / 15-07-2014
სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა მსოფლიო ჩემპიონს, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს 24 წყვილი 24-კარატიანი ოქროს ყურსასმენი გადასცა.
უმა თურმანის ქალიშვილი დედის სილამაზეს დაჩრდილავს?
15:10 / 14-07-2014
44 წლის მსახიობი უმა თურმანი პარიზში Miu Miu-ს მოდების ჩვენებას დაესწრო.
ტოპ-30 ყველაზე წარმოუდგენელი ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით!
11:00 / 14-07-2014
1. თუ თქვენ ხახვის დაჭრის დროს საღეჭ რეზინს დაღეჭავთ – არ იტირებთ.
არქივის კალენდარი