ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტწყარო ავრცელებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ალბათ, ყველა ბავშვს უოცნებია კოსმონავტობაზე. აი, პატარებმა ქალაქ რუსთავიდან ოცნება თითქმის აისრულეს და ისინი საბავშვო ბაღში, არც მეტი, არც ნაკლები, თვითმფრინავში დადიან.
შესაძლოა, ამ უცნაური საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სულაც არ გახდნენ მომავალში პილოტები და ბორტგამცილებლები, მაგრამ მათ ოცნება ნაწილობრივ უკვე აისრულეს.
ვის დაებადა იდეა, გაეხსნა მსოფლიოში ერთადერთი საბავშვო ბაღი თვითმფრინავში?
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პატარებს ოცნებები უსრულდებათ, ცოტა ხნის წინ Georgian Airways-ის კუთვნილება იყო. ახლახან კი ის რუსთავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორმა, გარი ჩაფიძემ შეიძინა და იქ სკოლამდელი დაწესებულება გახსნა.
რა თქმა უნდა, თვითმფრინავის ინტერიერი ნაწილობრივ გადაკეთებულია. აქ არის მაგიდები მეცადინეობისთვის და უამრავი სათამაშო პატარებისთვის, თუმცა პილოტების ოთახი თითქმის ხელუხლებელია. რა უნდა იყოს იმაზე შემეცნებითი და საინტერესო ბავშვებისთვის, ვიდრე თვითმფრინავის მემანქანის ნამდვილ კაბინაში ყოფნა, სადაც უამრავი ღილაკი და საჭეა.
თვითმფრინავის ბორტზე ერთდროულად 15 ბავშვს შეუძლია ყოფნა. იმისათვის, რომ თვითმფრინავი ბავშვებისთვის მეტად მოსახერხებელი და კომფორტული გაეხადა, შაპიძეს რამდენიმე თვე დასჭირდა, თუმცა მისი შრომა დაფასდა: საბავშვო ბაღით აღფრთოვანებულები არიან არა მარტო პატარები, არამედ მათი მშობლებიც. აბა, რომელ ბავშვს დაეზარება და არ მოუნდება ასეთ საბავშვო ბაღში წასვლა?
გარი ჩაფიძემ მოახერხა და რეალობად აქცია თავისი გაბედული ჩანაფიქრი. მისი თქმით, ბავშვისთვის საბავშვო ბაღში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში კი, უცნაური დიზაინი და ყოველდღიურად ოცნებაში ყოფნის შეგრძნება პატარებს უამრავ ფსიქოლოგიურ პრობლემას გადაალახვინებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
მასალის წყარო: kulturologia.ru
ასევე იხილეთ: ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - რუსთაველი ინდიგო ბავშვები და მასწავლებელი-სტიუარდესები
ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - უჩვეულო ქართული გამოგონებით უცხოური მედია დაინტერესდა