თითქოს, მთელ მსოფლიოს უყვარს ბიონსე, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთს, მართლაც რომ ყელში ამოუვიდა მომღერლის მადისაღმძვრელი ფორმების ცქერა! იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას საცურაო კოსტიუმი აცვია. ნიუ-იორკის მცხოვრებლები უცნაურად აპროტესტებენ იმას, რომ ყოველდღე უყურებენ მშვენიერი მომღერლის ნახევრად შიშველ სხეულს თავიანთი... ავტობუსის გაჩერებაზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
მას მერე, რაც H&M-ის სახე გახდა, ბიონსეს გამოსახულებიანი პლაკატები ქალაქის ყველა კუნჭულშია გაკრული. თითქოს აქ უჩვეულო არაფერია, მაგრამ ნიუ-იორკის კონსერვატორულ მცხოვრებლებს ეს უკვე ძალიან აღიზიანებთ და...
ყოველდღე ვიღაც პურიტანულად განწყობილი აღშფოთებულად ფარავს ქაღალდით მომღერლის სხეულის ქვედა ნაწილს.
ისინი კი, ვინც თვლიან, რომ ამაში დასაძრახი არაფერია, ყოველდღე აცლიან მომღერლის პლაკატს ამ ავბედით "ლეღვის ფოთოლს", თუმცა ეს უკანასკნელი მეორე დღესვე ისევ იქ ჩნდება.
ასეა თუ ისე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა H&M-ის რეკლამა ძალიან თამამი და გამომწვევია... თუმცა, ძალიან უცნაურია, რომ ვიღაც ამას ვერ მიეჩვია.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ავტობუსის გაჩერება ის ადგილია, სადაც ბიკინის რეკლამა უნდა გაკეთდეს?