ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, რომელმაც ახლახან მძიმე ოპერაცია გადაიტანა, მკერდის გარეშე დახატეს. უცნაური ნამუშევარი მსოფლიოს შვედმა მხატვარმა იოჰან ანდერსონმა წარუდგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ტილოს, რომელზეც ჯოლი მკერდის გარეშეა გამოსახული, ინტერნეტ-აუქციონ Artbelow-ზე გაიტანენ. გაყიდული ლოტისგან შემოსულ თანხას აფრიკული ქვეყნის, კონგოს დასახმარებლად გამოიყენებენ.
მხატვრის თქმით, მას სურდა ეჩვენებინა, რომ ჯოლი ყოველთვის მშვენიერი იქნება.
"დედაჩემს მკერდის კიბოს აგრესიული ფორმა ჰქონდა, როცა მე ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი. აზრი იმის შესახებ, რომ მას მასტექტომია დასჭირდებოდა, ძალიან მაშინებდა, მაგრამ გაგვიმართლა და ამას გადავრჩით", - ამბობს ანდერსონი.
"ანჯელინა ჯოლიზე ბოლო ინფორმაციამ ძლიერი შინაგანი შფოთვა გამოიწვია ჩემში და სურვილი გამიჩნდა, ეს პორტრეტი დამეხატა", - ამბობს მხატვარი.
შეგახსენებთ, ახლახან ჯოლიმ მთელ მსოფლიოს უამბო, რომ სარძევე ჯირკვლები ამა წლის თებერვალში მოიკვეთა. სამედიცინო პროცედურები აპრილში დასრულდა და მსახიობმა ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
37 წლის ანჯელინამ ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ კიბოს განვითარების რისკი მის შემთხვევაში 87%-ს შეადგენდა.
მასალის წყარო: E!