ჰოლივუდის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ მასტერქტომიის შემდეგ პირველად გამოაჩინა მკერდი. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავი ჰავაიზე ჩაფრინდა თავისი მეორე სარეჟისორო ფილმისთვის პეიზაჟის შესარჩევად. სურათის სამუშაო სახელწოდებაა "გაუტეხავები".
იხილეთ ფოტოგალერეა
გადაღებისთვის პეიზაჟის საძებნელად წასულმა ჯოლიმ ღია, ღრმად ამოჭრილი მაისური ჩაიცვა, საიდანაც შესანიშნავად ჩანდა მისი მრავალტანჯული, მაგრამ საკმაოდ სავსე მკერდი.
თავად ენჯი ბედნიერად და ლაღად გამოიყურებოდა. თითქოს ის პაპარაცებიც არ ადარდებდნენ და ძაბავდნენ, რომლებიც მისი ახალი მკერდის დაფიქსირებას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში მსახიობმა საზოგადოება გააოგნა განცხადებით, რომ კიბოს განვითარების რისკის გამო სარძევე ჯირკვლები ამოიჭრა.
მასალის წყარო: New York Daily News