ნინო ჟენევაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ზაფხული მისთვის განსაკუთრებული დროა, რადგან ის მშობლიურ თბილისს სტუმრობს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ დიდ დროს ატარებს მეგობრებთან და მაქსიმალურად იგებს თბილისურ ამბებს, მაინც გამორჩა ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
იხილეთ ფოტოგალერეა
თბილისსა და მთელ საქართველოში თურქული სერიალების ბუმია და ახლა ქართველი ქალები მარიო ჩიმაროს ნაცვლად სავაშს, ონორ ბეის, ეზელსა და თურქული საპნის ოპერების სხვა გმირებს ეტრფიან.
ჰოდა, რას იფიქრებდა, როცა რამდენიმე დღის წინ სტამბულში ყოფნისას, მეუღლის ბიძაშვილის ქორწილში ყოფნის დროს, ქართველი ქალების გულთამპყრობელ, მურატ ილდირიმთან ერთად იჯდა სუფრასთან.
როცა ნინოს მურატი წარუდგინეს და აუხსნეს, რომ ის საქართველოში პოპულარული სავაშის როლის შემსრულებელია, ნინო სიამოვნებით გაესაუბრა მსახიობს, უთხრა, რომ ის ძალიან უყვართ საქართველოში და თბილისშიც დაპატიჟა. მურატი სიამოვნებით დათანხმდა ნინოს და მასთან ერთად პატარა ფოტოსესიაც მოაწყო.
უცნობია, ნინოს მოწვევით, როდის ესტუმრება მურატ ილდირიმი თბილისს, თუმცა ერთი რამ აშკარაა, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დაუდგეს ცხოვრებაში მსგავსი სასიამოვნო და მოულოდნელი მომენტი.