ქეთა თოფურიას ქორწილამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება. როგორც უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაშია მიღებული, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მომავალი ცოლ-ქმარი თავის მეგობრების წრეში ატარებს თავისუფლების ბოლო დღეებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასე მოიქცა ქეთაც და ლევ გეიხმანთან შეუღლებამდე 2 დღით ადრე დაქალებთან ერთად მოილხინა. გოგონები გამოწყობილები იყვნენ თეთრ მაისურებში, რომლებსაც შემდეგი ტექსტები ამშვენებდა: Marry me; K+L; Bride და სხვა.
ქეთას სხვა მეგობრებთან ერთად, მოსკოვში თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა ქრისტინე იმედაძეც. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ნახეთ ამ დღის ამსახველი ფოტოგალერეა.