წარმატებული ქართველი მოდელი, რომელიც უკვე კარგა ხანია ტრიალებს სამოდელო ბიზნესში და წლების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.
ის არაერთი დიზაინერის მუზა და სარეკლამო კამპანიის სახეა. ალბათ, პირველი, ვისი სახელიც ამ დროს მოგივიდოდათ თავში, არის კრისტი.
ვეტერანი მოდელი (იმედია, არ გვიწყენს ამ სტატუსს) დღეს საკუთარ 36-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ალბათ, მისი ფოტოების ხილვისას ამას ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – 36 წლის კრისტი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.
ჩვენ ვულოცავთ მოდელს დაბადების დღეს და მეტ შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ.
გუშაგი