დაახლოებით 6 თვის წინ ანჯელინა ჯოლის ორივე მკერდი მოკვეთეს და სილიკონის იმპლანტანტები ჩაუდგეს. ახლა მსახიობი მკერდის არეში ძლიერი ტკივილებისგან იტანჯება.
ექიმები აფრთხილებდნენ ენჯის, რომ ორმაგი მასტერქტომიის შემდეგ არ ღირდა მაშინვე იმპლანტანტების ჩადგმა, თუმცა მსახიობმა დაიჟინა – დაუყოვნებლივ აღედგინათ მისთვის მკერდის გარეგნული ფორმა.
შედეგად, ენჯის მდგომარეობა გართულდა. მსახიობს დაეწყო მკერდის, ზურგისა და ბეჭების ტკივილი. ის შიშობს, რომ ამ ტკივილების მიზეზი, შესაძლოა, ინფექცია იყოს.
"ახალი მკერდი ენჯის დისკომფორტსა და ტკივილებს ჰგვრის, იმდენად ძლიერს, რომ ლამის გააგიჟოს. ის გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რატომ არ დაუჯერა ექიმების რჩევას და ახლა ძალიან ნანობს ამას. ანჯელინას ამჯერად კიბო იმდენად არ აშინებს, რამდენადაც შესაძლო ინფექციის განვითარება" – მსახიობის ახლობლის სიტყვების ციტირება მოჰყავს ShowbizSpy-ს.