გერმანელმა მეცნიერებმა მამაკაცის ღალატის საწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს. როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ ჰორმონს შეუძლია აღმოფხვრას მონოგამია.
მხედველობაში გვაქვს ოქსიტოცინი. ეს ჰიპოთალამუსის ჰორმონია და მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მამაკაცის ფსიქოემოციურ სფეროზე, ანუ ხელს უწყობს რომანტიკული გრძნობის განვითარებას, - ამტკიცებენ ბონის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათი თქმით, ასეთი "პარფიუმის" დახმარებით, საყვარელი ქალი მამაკაცისთვის ყველაზე სასურველი და ლამაზი იქნება.
სპრეი მიღებიდან ნახევარ საათში იწყებს მოქმედებას. ექიმები ირწმუნებიან, რომ წამალს არ აქვს გვერდითი ეფექტები და მხოლოდ მსუბუქ თავის ტკივილს იწვევს მიღების შემდეგ. თუმცა მეცნიერებმა ექსპერიმენტზე ენთუზიასტების დათანხმება იოლად ვერ მოახერხეს.
იხილეთ ვიდეო