ქართველ მომღერალს, ეკა კვალიაშვილს ექიმებმა ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
დაავადება საკმაოდ სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს - მომღერლის გადასარჩენად აუცილებელია საზღვარგარეთ ძვირად ღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება.
ცნობილი სახეები ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ და საჭირო თანხის შესაგროვებელი ფონდიც შექმნეს.
ასევე, 26 მარტს ეკა ხოფერიას თოქ-შოუს პირდაპირი ეთერი მომღერლის მხარდაჭერას დაეთმობა.