ყველა ადამიანს სურს, რომ ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ამასთან ერთად, ისიც კარგად ვიცით, რომ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", მაგრამ თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ჩვენს გარეგნობაზე ზრუნვას პროფესიონალებს მივანდობთ, მსხვერპლის გაღება ნამდვილად აღარ დაგვჭირდება.
მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ საინტერესო, რევოლუციური სამეცნიერო აღმოჩენების ქვეყანა ისრაელი, უნიკალური და საჭირო რესურსებით ძალიან მდიდარია.
აქ საკმაოდ ბევრი კოსმეტიკური ბრენდი იბადება. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ისრაელისა და საფრანგეთის ერთობლივი პროექტი - კოსმეტიკური ბრენდი DESHELI გახლავთ.
ის მომხმარებლებს სახის, თმისა და ტანის სამკურნალო ხასიათის მატარებელ, გამაახალგაზრდავებელ კოსმეტიკას სთავაზობს.
თუ გსმენიათ გამოთქმა - "მომავლის კოსმეტიკა", მაშინ გეტყვით, რომ სწორედ ასეთი სახის კოსმეტიკური კომპანიების რიგს მიეკუთვნება DESHELI, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა და დღემდე გამორჩეული წარმატებით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში (500-ზე მეტი ფილიალი მსოფლიოს მასშტაბით).
მას მსოფლიოს საერთაშორისო ხარისხის ცენტრის სერთიფიკატი აქვს მინიჭებული.
კოსმეტოლოგიის სფეროში მოღვაწე ებრაელი მეცნიერების გრძელვადიანი კვლევითი გამოცდილება, კანისა და თმის მოვლის საშუალების უნიკალური ფორმულა და FYTOTIGH ტექნოლოგია ამ ბრენდში გახლავთ წარმოდგენილი.
FYTOTIGH ოთხი მცენარის: ვაშლის, არგანის, ალპური ვარდის ფურცლებისა და ყურძნის წიპწების ღეროვან უჯრედებს შეიცავს. პროდუქციის შემადგენლობაში ასევე პეპტიდები და ბრილიანტის მიკრო პუდრა შედის.
ამ უნიკალური კოქტეილისა და ნანო-ტექნოლოგიების საშუალებით, პლასტიკური ქირურგიის, მეზოთერაპიისა და ბოტოქსის თავიდან აცილებაც შესაძლებელი გახდა. რაც მთავარია, FYTOTIGH-ის გამოყენებით, შედეგი ბუნებრივად მოპოვებული მინერალების მეშვეობით მიიღება.
ეს ტექნოლოგია დაპატენტებულია E.L.Erman Cosmetiks Manufacturing LTD საწარმოს მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
DESHELI ქართულ ბაზარზე 2013 წლის ნოემბერში გამოჩნდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია ქართველ მომხმარებელში. ამ ბოლო 5 თვის მანძილზე კი, საქართველოში მისი მომხმარებლის რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა.
DESHELI-ის კოსმეტიკური ნაწარმი ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ E.L.Erman Cosmetiks Manufacturing LTD და Hlavin Industries LTD ქარხანა-ლაბორატორიებში მზადდება.
ეს უმსხვილესი ქარხნები ისრაელის სახალხო ინსტიტუტის ხარისხის ოქროს მედლებს (The Israel Institute of Public Opinion Survevs LTD) ფლობენ, შესაბამისად, მათ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოსმეტიკური ნაწარმის კვლევისა და წარმოების ნებართვა აქვთ მინიჭებული.
სარეკლამო აქციაზე მისულ ქალბატონებს კომპანია საქართველოსათვის სრულიად უცხო მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, პირადად გამოსცადოს კოსმეტიკა და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდეს. გარდა ამისა, DESHELI თავის VIP-მომხმარებლებს მთელი წლის მანძილზე უფასო მრავალფეროვან კოსმეტოლოგიურ და სალონურ მომსახურებას სთავაზობს.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ნოვატორი კოსმეტიკური ფირმა DESHELI ახლა უკვე საქართველოშია!
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 43 00 30
R